ამ საქმეს, მუშტების ქნევა და ყვირილი არ სჭირდება,
პირიქით, - მიზანმიმართული და კომპეტენტური ადამიანების მშვიდი, თანმიმდევრული საქმიანობა
მედიის მხრიდან - კვალიფიციური ინფორმაციული მხარდაჭერა
სახელმწიფოს მხრიდან - შესაბამისი რეგულაციებით ზურგის გამაგრება
ფსბ, - უკვე გასცდა კომიკურ და დეგენერატ ჭყოიძეს, ასეთივე ადა მარშანიას და ინაშვილს
საეჭვო წარსულის და განათლების ანაფორიანების ქადაგებებს
უკვე ღიად მოქმედებენ, კონკურსებით, კონფერენციებით, ლუჟკოვის და დუმას დეპუტატების ვიზიტებით, არტეკებით...
მიზეზი, ხან ენის სწავლა იქნება და ხან - გრიბოედოვი
სირცხვილია...
უპრინციპობა და კოლაბორაციონიზმი ჰქვია ამას
ამათ რა ქნეს - გაარკვიეს ვინ იყო გრიბოედოვი?
_____________________________________________________________________________________________________
საქართველოდან მოსკოვში 20-ზე მეტი მოსწავლე გაემგზავრება - კონკურსი დაიწყო © Sputnik / Levan Avlabreli
საზოგადოება
მოსკოვში ალექსანდრე გრიბოედოვის შემოქმედებისა და მოღვაწეობის თემაზე კონკურსის გამარჯვებული მონაწილეები მოსკოვში გაემგზავრებიან.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. „ქართულ-რუსული ახალგაზრდული კავშირმა" რუსი მწერლის ალექსანდრე გრიბოედოვის მოღვაწეობის თემაზე შემოქმედებითი კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ 14-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ.
„სკოლის მოსწავლეების ამ ასაკობრივ კატეგორიას წარმოდგენა არა აქვს ვინ იყო გრიბოედოვი, ნინო ჭავჭავაძე, რა სასიყვარულო ისტორია ჰქონდათ მათ. მე ვთვლი, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა ეს ყველაფერი უნდა იცოდნენ“, — განაცხადა „ქართულ —რუსული ახალგაზრდული კავშირის“ თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანმა თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გამართულ ბრიფინგზე.
შემოქმედებით კონკურსში „ალექსანდრე გრიბოედოვი — მოღვაწეობისა და დიდი სიყვარულის ისტორია" გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
1.ესსე — „ვაი ჭკუისაგან“- (მინიმუმ 500 სიტყვა);
2..თემა „ერთი წელი გრიბოედოვის ცხოვრებიდან“ – (მინიმუმ 600 სიტყვა);
3. თემა „გრიბოედოვი საქართველოში “ — (მინიმუმ 600 სიტყვა);
4. პრეზენტაცია ვიდეო ან გრაფიკულ ფორმატში, რომელიც.გრიბოედოვის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს — (მინიმუმ 5 წუთი);
5 ვებ-გვერდი ქართულ-რუსულ ენაზე გრიბოედოვის ცხოვრებისა და ასევე მისი მოღვაწეობის შესახებ, მისი ბიოგრაფია ილუსტრირებით;
6. კედლის გაზეთი ილუსტრაციებით — (მინიმუმ 300 სიტყვა).
რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირის ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი
© SPUTNIK / LEVAN AVLABRELI
"რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირის" ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი
„ერთ ადამიანს ნამუშევრის წარდგენა მხოლოდ ერთ ნომინაციაზე შეეძლება, რაც შეეხება საიტს, არავის არ ვავალდებულებთ დომენის აღებას, შეიძლება ბლოგის დარეგისტრირება, მისი ინფორმაციით, შევსება და ილუსტრაციებით გაფორმება“, — განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.
ჟიური, რომელის შემადგენლობაშიც მწერალთა კავშირის წარმომადგენლებიც შევლენ, თითო ნომინაციაში ოთხ გამარჯვებულს გამოავლენს. ისინი სხვადასხვა სიგელებთან და წამახალისებელ საჩუქრებთან ერთად, მოსკოვში ერთკვირიანი საგზურით დაჯილდოვდებიან. იმისათვის, რომ კონკურსი მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდეს, ორგანიზაციის ვებ-გვერდსა და Facebook –ზე გამოქვეყნდება ჯერ შერჩეული, ხოლო შემდეგ კი გამარჯვებული ნამუშევრები.
„კონკურსი საქართველოს მასშტაბით ტარდება, ხოლო რუსეთის დედაქალაქში კი 24 ბავშვი უნდა გაემგზავროს. საკონკურსო ნამუშევრების მიღება დღეს დაიწყო და 1 მაისამდე გაგრძელდება. ნამუშევრების გამოგზავნა მსურველებს ქართულ და რუსულ ენებზე შეეძლებათ“, —განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე konkurs-griboedov@mail.ru ან შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ივანე მაჩაბლის ქუჩა 12 ბინა 8.
„ქართულ-რუსული ახალგაზრდული კავშირი" კონკურსს რუსულ ფონდ “Русский мир”- თან ერთად ატარებს.
Read more:
https://sputnik-georgia.com/society/2017032...ursidaiwyo.html * * *
ამისთვის მოსკოვმა კონკურსი უნდა ჩაატაროს და ამათ - ესსე დაწერონ
სკოლაში, აღარ ასწავლიან?
This post has been edited by anthropod on 24 Aug 2017, 23:37
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)