#51251145 · 1 Sep 2017, 12:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერგო
| QUOTE | | ბიძინას შვილად რომ დაიბადო და შენი საბანკო ანგარიში გეამაყებოდეს... |
საბანკო ანგარიში არა და მაგალითად, ღმერთისა და ადამიანებისთვის თავშეწირული მამა საამაყოა; აბა, სამარცხვინოა?! narikuda
| QUOTE | | ადამიანს ჭირდება ვიზუალური გამოსახულება რომ მასზე ილოცოს? |
მას ეს ეხმარება წარმოსახვასა და შესაბამისად, ლოცვაში.
| QUOTE | | რატომ არ მოგვწონს კათოლიკეების ქანდაკებები? |
მართლმადიდებლობაშიცაა ნახევარქანდაკება, ქვის, ხის რელიეფის და ლითონში ამობურცული, ე. წ. ჭედური ხატის სახით.
| QUOTE | | თუ ვიზუალიზაციაა საჭირო და ადამიანს სხვაგვარად არ შეუძლია ღმერთის წარმოდგენა... |
შეუძლია; ისევე, როგორც გარდაცვლილი მშობლების წარმოდგენა, რაშიც ეხმარება, მხოლოდ, მათივე ფოტოების მზერა.
| QUOTE | | ქრისტე არაბული გენის წარმოშობის ტომის ებრაელების შვილია |
არაბებიც და ებრაელებიც სემიტური წარმოშობისანი არიან.
| QUOTE | | რატომაა ქერა, ჩრდილო ევროპულ ან სლავური და ფრანგული გარეგნობის სახეები გამოხატული?.. იგივეა სხვადასხვა წმინდანის და ღვთისმშობლის სახეში. |
არსებობს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გარეგნობის აღწერილობანი და სასურველია, მათი ხატებიც ამის მიხედვით დაიწეროს.
| QUOTE | | დავიჯერო თქვენ 100% ეთანხმებით თქვენს აზროვნებაში იმას რაც 20-15-10-5 საუკუნის წინ მიიღეს და გადააკეთ გადმოაკეთეს? |
სიბრძნესა თუ სიცოფეს ასაკი არა აქვს; მსგავსად იმისა, რომ არის ვუნდერკინდიც და უგნური ხუცესიც. ღმერთი უცვალებელია და შესაბამისად, _ სწავლებაც მისი ბუნების აღნაგობაზე (დოგმატიკა). როცა ,,სჯულისკანონს“ ვკითხულობ, მისგან ისეთივე მონაბერს ვგრძნობ სულიწმიდისას, როგორც ,,წმ. წერილის“ კითხვისას. ,,გულს ვერ უბრძანებო“, ნათქვამია; სულს _ მით უფრო. მართლმადიდებლობას გადაკეთებ-გადმოკეთება არ სჩვევია (,,ორთოდოქსიის“ ეტიმოლოგიაც ამაზე მიგვანიშნებს); ეს გზა რომის ეკლესიამ უფრო აირჩია. აღარას ვამბობ პროტესტანტულ განტოტილობებზე... მართლმადიდებლობაში მოქმედებდა, მოქმედებს საღმრთო სახლთმშენებლობის წესი. ,,მრწამსის“ პირველკრებისეული რედაქცია შეივსო და გასრულყოფილდა მეორე საყოველთაო კრებაზე.
|