ეხლა ვეღარც მე ვხედავ აზრს

მე არ ვამბობ რომ კრიპტო ვალუტა რეალურ ფულს ჩაანაცვლებს ან რამე მსგავსი
უბრალოდ შექმნის დღიდან ვაკვირდები პროცესებს და ყველაფერი იქით მიდის რომ უფრო და უფრო პოპულარული ხდება
ბიტკოინი არის კიდევ კრიპტოვალუტის დოლარი

ფაქტიურად მაგაზე არის მიბმული მთელი კრიპტოვალუტები
თუ ვინმეს სურვილი აქვს რამე სახის ინვესტიცია გააკეთოს ჯერ უნდა გათვალოს როგორ და რანაირად
არის რამდენიმე სქემა როგორც მუშაობს ხალხი :
1) მაინინგი - შენ თვითონ მოიპოვო რამე ტექნიკით (ზოგიერთ ახალ ვალუტას მაინინგი არ აქვს და წინასწარ იყიდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მაგალითად ადებენ ფასს 1$ რამე ვალუტას, გაიყიდა 100 000 ცალი სულ, ეს იქნება მთლიანი მიმოქცევა აღარ დაემატება მეტი და ფასი უკვე ვაჭრობის და გამოყენების მიხედვით შეიცვლება)
2) მოკლე ვადიანი ვაჭრობა - უბრალოდ შედიხარ ბირჟაზე და ყიდულობ-ყიდი გარკვეული ანალიზის შემდეგ
3) ინვესტიცია - ყიდულობ რამე კოინს იაფად და ელოდები როდის გაძვირდება. პირადად მე მქონდა შემთხვევა როცა 2 წლის წინ ერთ-ერთი კოინი მქონდა რამდენიმე ასეული (ვითომ ვაჭრობას ვამუღამებდი

) მაშინ ფასი იყო 20 ცენტი. დღეს 50$ გასცდა

შეგიძლია 10$ ინვესტიციით 10 000$ მოიგო.
4) რაც უკვე ვახსენე - წინასწარ ყიდვა რამე ვალუტის რაც მიმოქცევაში არ არის ჯერ. შეიძლება აქაც 1 ცენტად იყიდო და როცა ვაჭრობა დაიწყება 1$ ან 10$ გახდეს მომენტალურად ფასი
5) დაიკიდო ყველაფერი და წლების მერე თავში ირტყა ხელები

როგორც მაგალითად მე