აი კაკრაზ დოლარის ჩანაცვლება არ ხდება არცერთი კრიპტო ვალუტით
მაგას ვიძახი ზუსტად საერთოდ არ იცით რა არის და მაინც თქვენსას აწვებით

მაგალითისთვის გეტყვი
არის ესეთი კოინი Ripple
რომლის მთავარი მიზანია რომ ბანკები ჩართოს თავის სიტემაში
სისტემა კიდევ ასე მუშაობს :
გადარიცხვები არის მომენტალური, საკომისიო არის მიზერული
მაგალითად თუ მიხვალ ბანკში და სხვა ქვეყანაში გინდა ფულის გაგზავნა სხვა ბანკში დრო დასჭირდება ძალიან ბევრ
შეიძლება 1 კვირამდე დასჭირდეს, პლუს მაგას 5-10% საომისიო ხომ არის?
თუ Ripple-მ მოახერხა ბანკების ჩართვა, შენ მიხვალ ბანკში გადარიცხავ დოლარს და სადაც გადარიცხავ 2 წუთში მიიღებს იმ თანხას დაახლოვებით 0.001% გამოკლებით
შენ თვითონ კოინთან არანაირი შეხება არ გექნება
მაგრამ ეგ კოინი შენც შეგიძლია იყიდო და შეინახო, იმიტომ რომ არის ლიმიტირებული მაქსიმალური რაოდენობით, ხოლო რაც უფრო ფართო გამოყენებაში იქნება მით უფრო გაიზრდება ფასი
აი ეს არის ერთ-ერთი დანიშნულება ათასობით სხვა კრიპტო ვალუტის დანიშნულებიდან
არის კიდევ კოინი IOTA
რომელსაც Ripple სთან შედარებით რაოდენობა ბევრად შეზღუდული აქვს, მუშაობს სულ სხვა ახალ ტექნოლოგიაზე და გადარიცხვის საკომისიო არის 0
ანუ რამდენსაც გზავნი მიმღები იღებს იმდენივეს
ოღონდ ეს IOTA სხვა ტექნოლოგიაა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებში ცდილობს ინტეგრაციას
არსებობს ბევრი ტრუხა კოინი რომელზეც ზუსტად ეხლა მიიღო ჩინეთმა კანონი და ამერიკაშიც არის ეგ კანონი მიღებული
არსებობს კოინები რომლებიც იქმნება არა მაინინგიდან, არამედ შემქმნელი ადგენს კოინების რაოდენობას
მაგალითად მე ვაცხადებ რომ შევქმენი forum კოინი რომლის დანიშნულებაც იქნება ფორუმზე პოსტები იყოს ანონიმური

ვაცხადებ წინასწარ კოინების გაყიდვას
მაგალითად 1 ფორუმ კოინი ღირს 1 ცენტი, 1 თვე იქნება გაყიდვა და შემდეგ უკვე შეწყდება გაყიდვა. მიმოქცევაში დარჩება იმდენი კოინი რამდენიც ამ 1 თვეში გაიყიდება. თუ პოპულარული გახდება რა თქმა უნდა გაყიდვის შემდეგ ფასი მოიმატებს შეიძლება რამდენიმე ათეულათასი პროცენტით
1 ცენტიანი კოინი გახდება 100$
მაგრამ მანდ უკვე დაიწყეს მაიმუნობა
აცხადებენ მასე კოინების გაყიდვას, ვითომ ტექოლოგიებს ქმნიან და სერიოზული ჯგუფი ყავთ
მერე გაყიდიან ამ კოინებს და მოტყდებიან, რჩები ნულზე
რა თქმა უნდა ხშირად არ ხდება მაგრამ ხდება, სწორედ ეს აკრძალეს და არა ბიტკოინი
ძალიან საინტერესო თემაა და თუ გადახედავ ნორმალურ კოინებს მიხვდები რამხელა ტექნოლოგია დგას კრიპტო ვალუტის უკან. მათ ფასს კიდევ ზუსტად ტექნოლოგია და ინოვაცია განაპირობებს
ბიტკოინი კიდევ რამდენად ინოვაციურია ხვდები ალბათ 1 პრეცენდენტი
მაგიტომ აქვს მაგხელა ფასი
This post has been edited by buxxx on 6 Sep 2017, 15:40