ბოლო ბიტკოინი თეორიულად 2140 წელს დამზადდება, ფიზიკურად კი არასდროს.
ბიტკოინი უკვე პრობლემაა კონსერვატიული ეკონომიკისთვის, სწორედ ამიტომ მკაცრდება რეგულაციები და ისმის არც თუ კორექტული რეპლიკები ავტორიტეტული ფინანსისტებისგან.
ჩინეთის რეგულაციებმა აჩვენა, რომ ბიტკოინი ბევრად რეზისტენტულია მსგავსი შემოტევების წინაშე, ვიდრე თუნდაც წლის დასაწყისში იყო - კურსი რამდენადმე დაეცა, თუმცა უკვე აღმასვლის ტენდენცია აქვს.
ბიტკოინის რეალური ღირებულება რომ გაბერილია და სპეკულაციური, ამას დიდი დაკვირვება არ ჭირდება. მისი სავარაუდო ღირებულება 750-1500 $ - ა ( სხვადასხვა ანალიზებით ). სპეკულაცია ყველა მოუწესრიგებელ და უკონტროლო სფეროს ახასიათებს, ოღონდ დროებით. ბიტკოინის დეველოპერებს მოუწევთ კომპრომისზე წასვლა და კრიპტოვალუტის ერთ-ერთი ფუნდამენტის - დეცენტრალიზაციის ( ნაწილობრივ მაინც ) დათმობა, ხოლო სანაცვლოდ კი მოხდება მისი მსოფლიო ეკონომიკაში ხავერდოვანი ინტეგრაცია ყველა წარმოსადგენი თუ წარმოუდგენელი ვარიაციით.
და სწორედ მაშინ ჩაირთვება სატოშის დასკვნითი გეგმა - მან კარგად იცოდა რითი ევაჭრა მსოფლიო ფინანსურ მაგნატებთან

ჰო - რეალური კურსი მაშინ ნახეთ, ბლუმბერგი რომ აღიარებს - რიგითი კამბოჯელისთვისაც კი სასურველი გახდება ბიტკოინი. ეს ყველაფერი ტექნოლოგიური გარღვევის სახეს ატარებს:
პირველ ეტაპზე ნდობა იმდენად მცირეა, რომ იდეას გაქრობა ემუქრება.
მეორე ეტაპზე მსოფლიო მოსახლეობის დამოუკიდებლად მოაზროვნე და ანალიტიკური გონების მქონე ნაწილში იწვევს ნდობას + სპეკულანტები
მესამე ეტაპზე, როცა ,, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გამოაცხადებს, რომ ასპირინი უებარი წამალია'' - მერე ნახეთ თქვენ კურსი და ტაცილაობა.
ესეც ბლუმბერგის ცხელ-ცხელი ნიუსი სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა უმჯობესია შეწყვიტონ ბიტკოინის იგნორირება ..
ეს ნიუსი იმითაც არის საგულისხმო, რომ ჯი-პი მორგანის ხელმძღვანელის ნეგატიურ განცხადებას ბიტკოინის შესახებ, უკვე რამდენიმე დღეა არ მოყოლია ავტორიტეტული საპირისპირო პასუხი, ( თუ არ ჩავთვლით კასპერსკის ხელმძღვანელის მოკრძალებულ პასუხს ).
http://http://www.msn.com/en-us/news/marke...says/ar-AAs4Jieესაა ჩემი კომენტარი
This post has been edited by jorjone on 18 Sep 2017, 21:35