+ პოეტი
არ იცოდი?
ძმობა
კაცური კაცის გვირგვინი გადგას,
ქართული სისხლით გიბორგავს ძარღვი
შენი ოჯახი, ვით ეკლესია;
წმიდაა, ვითარც ედემის ბაღი.
მე გისურვებდი, რომ დაგეპკუროს
ბედნიერების ვარსკვლავთა სხივი,
შენი მეუღლე, შენი გვრიტები
ამკობდნენ შენი ოჯახის გვირგვინს.
ვის შეგადარო? მხოლოდ ავთანდილს,
მემატიანეც იტყვის ამაზე,
დღეს სტუმარი ვარ შენი გვარისა,
თუმც სურათმა სთქვა მეტი ზღაპარზე.
მირონის ცხებით დავნათესავდით, სულიერ შვილად მივიღე ნინო,
როდის ვიხილავ პატარა ქალსა?
ჯერაც უცნობს ხომ მაინც მიცნობს.
შორეულ ფიქრებს ახლავს ზეობა,
თუმცა დრო მიდის ნელი ზმანებით,
ვერ შევიცვლები, ვერც ვემონები,
თუ გინდა დამწვან ცეცხლზე წამებით.
შენ ჩემო ძმაო, სულისმიერო,
როს ვეახლები უცნობ მამაშენს,
მადლობას ვეტყვი და მის წინაშე
მუხლმოყრით უფლის სიტყვებს გადავცემ.
შენს ნამდვილ სახელს ვერ ვამხელ ახლა,
რადგანაც მტრები უმალ გაგვშიფრავს...
ამ ორი გვარის შეფიცულ ძმობას,
ურწმუნოთ ხროვა ვეღარ დაჩრდილავს!
ერთხელ სიკვდილი
თუ დამეძინა
ნუ გამაღვიძებთ,
სიზმარში უფრო
სიკეთეს ვხედავ.
ახლა ვერ გეტყვით
ყველაფერ ამას,
ძილი სჯობია
გამოღვიძებას.
მიქელგაბრიელს
ცელი უბზინავს,
თუ მოვა, უკან
მარტო არ წავა...
სხვათა მონობას
სჯობია დროზე,
ერთი სიკვდილი...
თუ მიხვდი ამას?!
კრებულიც აქვს გამოცემული
This post has been edited by ფორცხოლი on 28 Aug 2017, 11:32
. .