დემაგოგია არაფერ შუაშია, კითხვას ვსვამ, რადგან ვერ ვერკვევი - დაიდო კონკრეტული სტატია და მაინტერესებს, რა არის რეალობა და რა არა.
ამ განყოფილებაში ეს ყველაფერი რთული გასაგებია, რაც მესმის, გამომიცდია მეც, მაგრამ შევთანხმდეთ - აგრძელებ პოლემიკას თუ არა.
ყველა პოსტში ქოცი, დემაგოგი და გამპრავებელი თუ უნდა იძახო, არ ვაპირებ ამის მოსმენას და შეგიძლია ზემოთ არსებულ პირველ წინადადებაზე დაასრულო კითხვა.
თუ გინდა გამოხმაურება, თხოვნა იქნება, შეფასებებისგან თავი შეიკავო, რადგან საპასუხოდ მგონი ჩანს, რომ იმავეს არ ვაკეთებ.
და თუ მოგზავნილი გგონივარ და წინასწარ იცი რომ აზრს არ შევიცვლი, ისედაც, მაშინ საერთოდ რაღას ვლაპარაკობთ.
კითხვა 1
წინა გვერდებზე გედო სურათი, ალბათ ეს

სადაც ქვემოთ ყოველ გვერდზე უწერია, რომ They may vary with conditions
ანუ, შეიძლება თუ არა, რომ სურათზე მოცემული ელემენტები, ზოგს გააჩნდეს და ზოგს არა, ისე რომ სერია თუ ნომერი, არ ჰქონდეს შეცვლილი?
კითხვა 2
იმავე დოკუმენტში, ქვემოთ მოცემულია აღჭურვილობები

და ასევე ქვემოთ, უწერია სქოლიო, სადაც 1-იანზე მითითებულია, რომელსაც შეესაბამება ტექსტში ტვირთის დამატება, საჭიროა საწვავის ავზის მოცილება, თუ მომხმარებელს, ასეთი აქვს ნაყიდიო (მგონი სწორად ვიგებ)
ანუ ეს, ნიშნავს თუ არა, რომ აღჭურვილობის შევლა, საწვავის ავზის გადაადგილება და ა.შ. შეიძლება ისე, რომ ნომერი 332ლ1 არ შეეცვალოს?
ასევე, ეს ნიშნავს თუ არა მაგალითად, შენს მიერ მოცემულ ვიდეობში, არ ჰქონდათ ავზიანი 332ლ1 ვერსიები, ხოლო ჩვენ გვაქვს და ა.შ.