1. არანაირი 16 მრჩევენლი არ ყავს დელტას დირექტორს. ჰყავს 3 მოადგილე რომლებიც ამავდროულად არიან კონკრეტული ტექნიკური სფეროს სპეციალისტები და მუშაობენ რამდენიმე პროექტზე. ხოშტარიამ მრჩევლობა დეპარტამენტების ხელმძღვანელებს მიაწერა. სულ 13 დეპარტამენტია. ამას მიუმატა 3 მოადგილე და გამოვიდა 16 კაცი.
2. ყველა თანამშრომელმა წინასწარ იცოდა რომ დაგეგმილი იყო თავდაცვის სამინისტროს კადრების ოპტიმიზაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შემცირება.
3. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "დელტაში" არცერთი პრემია არ გაცემულა.
4. ელენე ხოშტარია არის ტიპიური ინტრიგანი პოლიტიკოსი რომელმაც ეს პოპულისტური სპექტაკლი პოლიტიკური ქულების დასაწერად დადგა.
5. დელტას ბიუჯეტი არის კაპიკები იმასთან შედარებთ რაც იხარჯება სხვადასხვა სისულელეებში. მაგალითად ფეხბურთზე.
ბიუჯეტის დიდი ნაწილი იხარჯება ხელფასებზე, კომუნალურ გადასახადზე და დახურულ სამეცნიერო-ტექნიკურ კვლევებზე რომელთა შესახებ სრული ინფორმაცია აქვთ შესაბამის უწყებებს.
თუ რომელიმე დეპუტატს ეს აინტერესებს და აქვს შესაბამისი დაშვება შეუძლია მოითხოვოს და გაიგებს თითოეული ლარის დონეზე.
6. 16 მრჩეველზე ზღაპრების მოყოლას ჯობია ის თქვან რომ სწორედ ეხლანდელი ხელმძღვანელობის მიერ მოხდა ბოლო წლებში ყველაზე მოცულობითი საერთაშორისო კონტრაქტის გაფორმება. რომლის მიხედვითაც რამდენიმე ათეული ჯავშანმანქანა "დიდგორი" გაიყიდა ახლო აღმოსავლეთში და ქვეყანაში რამდენიმე მილიონიანი მოგება შემოვიდა.
პლიუს ამას ძალიან წარმატებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში რომლიც ბრალიც არის წელს სამჯერ გაზრდილი ატმის მოსავალი.
ასევე შეიარაღებული ძალების ქართული მთლიანდ ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით მომარაგების პროგრამა, რომელიც უმნიშვნელოვანესია.
This post has been edited by STALKER-GG, on 29 Aug 2017, 20:37
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)