მოდი უფრო ვრცლად განვიხილოთ რა პრობლემაზეა საუბარი და რატოა საერთოდ პრობლემა.
ყურძნის თემა რომ იყოს კიდე გასაგებია, მალეფუჭებადია და ადგილობრივი გლეხი იძულებულია დროზე მოიშოროს. ამით სარგებლობენ მეღვინეები, ძირითადი ჩამბარებლები და ხშირ შემთხვევაში აგდებენ ფასს.
თხილი კიდე სულ სხვა თემაა, არც მალე ფუჭებადია და ექსპორტზეც რიხინ რიხინით გადის და როგორ უნდა დააგდონ ფასი არ მესმის, ან ვინ უნდა დააგდოს
დავუშვად მე ვარ ბიზნესმენი, რომელსაც უკვე აწყობილი მაქვს კანალი თურქეთში და იქ გამაქვს თხილი. მე დაინტერესებული ვიქნები რომ რაც შეიძლება მეტი თხილი ჩავიბარო აქ რომ შემდგომ მეტი თხილი გავიტანო თურქეთში და მეტი მოგება ვნახო.
მე რანაირად უნდა დავაგდო ფასი თხილზე, როდესაც თხილი საქართველოს ბაზარზეც მოთხოვნადია და თუ ჩემი ფასი არ მოეწონებათ არ გაყიდიან და დაელოდებიან შემოდგომას, ზამთარს და სამმაგ, ოთხმაგ ფასად გაყიდიან ტავისუფლად, ისე რო არც კი იწვალებენ.
ეხლა იტყვით, რომ სპეციალური პირობები უნდა თხილის შენახვასო რომ არ გაფუჭდესო და ყველას არ აქვს ეს პირობები და მაინც მოშორებაზე არიანო.
ამიტომაც დავწერე თავიდანვე ამ თემაში, რომ ჭკვიანი კაცი მარტო თხილის პლანტაციების მოშენებაზე კი არ იფიქრებს, ის პარალელურად იმაზე იზრუნებს რომ თხილის შესანახი ადგილი შექმნას რომ დამოკიდებული არ იყოს ვირაცეების მანიპულაციებზე და ტავის გემოზე მოახდინოს რეალიზაცია, წყნარად და აუღელვებლად.
ეხლა იმასაც იტყვით რომ თხილის შესანახი ადგილის შექმნასაც დიდი ხარჯები ჭირდება და ყველას არ შეუძლია და არ უღირს მაგის გაკეტებაო, ვინაიდან არ აქვთ იმდენი თხილი რომ სპეციალური საწყობები აშენონ და მაგაში დახარჯონ ფულიო.
ხოდა თუ ესეთი სიტუაციაა, მითუმეტეს კიდევ უფრო მომგებიანია ვინაიდან პატარ პატარა ჩამბარებლებს მთლიანად შენსკენ მოიზიდავ და სხვების თხილსაც შენ ჩაიბარებ. საერთოდ არაა აუცილებელი თურქეთში გატანა, აქაც თავისუფლად გასაღდება ზამთარში.
პ.ს. რათქმაუნდა მარტო მე არ მომივიდოდა ეს აზრი თავში და დარწმუნებული ვარ უკვე იქნება რამდენიმე ადამიანი ვისაც მსგავსი რამე მოწყობილი აქვს და იბარებს კიდევაც თხილს, ხოდა ამ ყველაფრის მიუხედავად თუ მაინც არ იბარებენ თხილს 2.5 ლარზე მეტად, აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეტება შეიძლება, რომ თქვენი თხილი არის უხარისხო და არ უღირს ჩამბარებელს ტავის საწყობები უხარისხო თხილით შეავსოს, ვინაიდან ურჩევნია უფრო ძვირად ჩაიბაროს და გაცილებით ხარისხიანი.
ეხლა ვინ იტყვის ჩემი თხილი არვარგაო, რათქმაუნდა ყველას თხილი საუკეთესოა და სხვისას სჯობია
SPLIYVI