კარგი, რა, დეგაჯან
რა ძალით აკეთებენ, რაებს ამბობ, ტო!
არ თხოვენ ნომრების შეცვლას ჩვენი სამართალდამცავები.
დათმობაზე მიდიან ამ მხრივ.
ჰოდა, ზუგდიდის ბაზარში გადმოსვლის, ან ვინმეს მოსანახულებლად გადმოსვლის წინ ცვალონ ნომრები?
თან შეიძლება დღეში ცხრაჯერ მოუწიოთ გადასვლა.
მოდი, რა, ცოტა სიღრმისეულად შევხედოთ საკითხს.
ოკუპირებულია რეგიონი და მაინც იქ ცხოვრობს ხალხი.
ინარჩუნებენ იდენტობას, რაიონს იცავენ გავერანებისგან და უცხოტომელებით გავსებისგან.
არაა პატარა ამბავი და დასაფასებელია, მგონი.

ისევე, როგორც ახალგორში, ან კოდორის ხეობაში დარჩენილი ქართველების შემთხვევაში.
როგორ ფიქრობ, გალში რომ მაგ ნომრებით დადიან, კმაყოფილებას და სიამოვნებას ანიჭებს მაგ ხალხს რამენაირად?

მათთვის საქართველოა გალიც, სოხუმიც, ზუგდიდიც, თბილისიც, ქუთაისიც და ა.შ.
მაგრამ ოკუპირებულ რეგიონში უწევთ ცხოვრება ოკუპანტებისგან და სეპარატისტებისგან მოხვეული რეალობების გათვალისწინება გარკვეულწილად.
ელემენტარული რომ ავიღოთ, ქართულ ენაზე სწავლებას ზღუდავენ ბოლო წლებში ოკუპანტები და სეპარატისტები.
ამაზე ძალიან ცოტას თუ საუბრობს ხალხი ენგურსაქეთ.
მაგაზე რომ თემა გავხსენი, იქ სულ რამდენიმე პოსტი დაიწერა, სხვათა შორის.

და კიდევ რამდენი პრობლემა აქვთ, ვინ მოთვლის.
ზღვაში წვეთია ნომრების საკითხი, რისი ატანაც და მოთმენაც უწევთ იქ.
და ამ დროს პრეტენეზიები უნდა გამოვთქვათ იმის გამო, რომ პროდუქტების და სამშენებლო მასალების საყიდლად გადმოსვლისას ნომრებს არ ცვლიან?

კარგი, რა...
This post has been edited by ფორცხოლი on 30 Aug 2017, 01:01
. .