მასე მე ვლადიმირშიც ვარ ნამყოფი და კიდევ უფრო მეტი სისუფთავე და ლამაზი ქალაქი იყო მაგრამ ვიცი რომ ვლადიმირი "ზალატოე კალცო რასიი"-ში - ასე ვთქვათ სავისტავკე ქალაქების რივხვში შედიოდა და არც მიფიქრია მაგალითის მოსაყვანად და გორკზე არ ვიცოდი რო დახურული ქალაქი იყო - არავის არ მოუთხოვია რაიმე ნებართვა ქალაქში შესვლისას და დახურულ ქალაქებში ხომ უნდა მოეთხოვათ წესით?
მე არ ვიცი ვის რისი სჯეროდათ მაგრამ ერთადერთი ქართველების მიმართ ნეგატივი ბაზართან მიმართებაში ვიგრძენი - სავსე იყო ქართველებით და ეტყობა არ იქცეოდნენ მთლად ლამაზად.
პ.ს.ახლა კიდევ ერთი მომენტი გამახსენდა - სასტუმროს ფოიეში ვიჯექი და დროის მოსაკლავად თბილისიდან წამოღებულ პატარა ზომის წიგნს ვკითხულობდი - უცებ შევამჩნიე რომ სასტუმროში შემოსულ ჯგუფს ერთი ფაშფაშა ქალი გამოეყო და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა - დამადგა თავზე და მიყურებს - ხან მე , ხან წიგნის ყდას - მეკითხება - მაგ მწერალის სხვა ნაწარმოები თუ გაქვს წაკითხულიო? საქმე რაში ყოფილა - იმ დღეს ჩამოსულან უკრაინიდან ლიტერატურთმცოდნეები რაღაც სიმპოზიუმზე და ეს პატარა წიგნი (რომელიც თბილისის აეროპორტში ვიყიდე გზაში საკითხავად) იყო რომელიღაც უკრაინელი მწერლის(აღარც მახსოვს) - სიტუაცია - შუაგული რუსეთი ,უკრაინელი ლიტერატურთმცოდნე და ქართველი ბიჭი უკრაინელი მწერლის წიგნით ხელში - მოკლედ რომ ჩაირთო ეს ქალი და შუშანიკის წამებიდან ნოდარ დუმბაძემდე მოკლე ანოტაციებით ჩამოარაკრაკა მთელი ქართული მწერლობა და თან გაბრწყინებული სახით მიყურებს - მე თავს ვუქნევ, მაგრამ ამ ქართველი მწერლების ზოგიერთი ნაწარმოები ხეირიანად წაკითხული კი არა გაგონილიც არ მაქვს.კიდე კაი დროზე დაუძახეს კოლეგებმა თორემ უხერხულობისგან საით გავქცეულიყავი იმას ვფიქრობდი