ალექსანდრე ქართველი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ქართველი
Alexander Kartveli.jpg
დაბ. თარიღი 9 სექტემბერი 1896
დაბ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 20 ივლისი 1974 (77 წელი)
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the United States.svg აშშ
ალექსანდრე ქართველი ვიკისაწყობში
ალექსანდრე ქართველი (ნამდვილი გვარი ქართველიშვილი; დ. 9 სექტემბერი, 1896, თბილისი — გ. 20 ივლისი, 1974, ნიუ-იორკი) — ქართველი ავიაკონსტრუქტორი, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი. აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ალექსანდრე ქართველი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად.[1]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქართველიშვილი დაიბადა თბილისში, ცნობილი მოღვაწის მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1914 წელს. 1922 წელს დაამთვარა პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლა. 1922-1927 წლებში მუშაობდა გამოჩენილი ფრანგი ავიატორის ლუი ბლერიოს კომპანიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავების „Bernard“ და „Ferbois“ შექმნაში. 1924 წელს მისმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა დაამყარა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი.
1927 წელს ცნობილმა ამერიკელმა მულტიმილიონერმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ-იორკში. 1928 წელს მან მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში „Fokker American Company“. 1931 წელს იგი შეხვდა საავიაციო საქმის მეორე ცნობილ ინჟინერს ალექსანდრე სევერსკის, რომელიც წარმოშობით ქართველი იყო და იყო იმხანად უკვე ფართოდ ცნობილი კორპორაციის „Seversky Aircraft Corporation“ პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი. 1939 წელს მას შეეცვალა სახელი და ეწოდა „Republic Aviation Company“. ქართველიშვილი იყო ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.
ქართველიშვილმა და სევერსკიმ ერთად შექმნეს რამდენიმე თვითმფრინავი, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს თვითმფრინავი Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართველიშვილმა შექმნა ისეთი ცნობილი თვითმფრინავები როგორიც არის F-84 Thunderjet, Republic F-105 და Republic F-84.
ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.
ყველაფერი აქედან დაიწყო, თბილის ქალაქშია, ვინმე მიხაილ გრიგორაშვილის მიერ:
https://en.wikipedia.org/wiki/Alexander_P._de_Seversky"Of noble Russian parentage, Seversky was born in Tbilisi, then part of the Russian Empire (now Georgia) and called Tiflis. He entered a military school at age 10. Seversky's father was one of the first Russian aviators to own an aircraft (a modified Blériot XI built by Mikheil Grigorashvili) and by the age of 14, when Seversky entered the Imperial Russian Naval Academy, his father had already taught him how to fly. Graduating in 1914 with an engineering degree, Lieutenant Seversky was serving at sea with a destroyer flotilla when World War I began.[1]"

ის ასევე იღებდა მონაწილეობას ამის კონსტრუირებაშიც:
This post has been edited by sulo on 22 Sep 2017, 08:01
მიმაგრებული სურათი