სოფელ შილდის ტყეში ბაწკინტელას ქედზე ფოთლოვანი ტყე იწვის. “მეტრონომს” ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა შილდის ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან ხუციშვილმა განუცხადა, რომ დაწყებულია სოფლის მოსახლეობის მობილიზაცია, რადგანაც ხანძრის სფლამდე მოღწევი საშიშროება არსებობს.
„ერთი ჯგუფი უკვე წავიდა მთისკენ, კიდევ ვაგროვებ ხალხს, იქ ტექნიკა ვერ მიუდგება, მაშველები მოვლენ, ალბათ. ორი დღეა ბუნებრივი აირი არ არის ჩვენს მუნიციპალიტეტში და მანქანები გაზის საწვავს ვერ იღებენ, რომ ხალხი მოვიდეს. საწვავი მაინც რომ ყოფილიყო, უფრო ოპერატიულად ვიმოქმედებდით. ტყესთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციას ვახორციელებთ, რადგანაც დაზღვეულები ვიყოთ“, – განაცხადა ხუციშვილმა.
https://metronome.ge/%E1%83%AE%E1%83%90%E1%...83%98%E1%83%90/