მთლად მასეც არაა ყველაფერი ჩალით დაფარული, არავინ არავის არ დაბრედს
აქ სულ სხვა რამეშია საქმე და ზუსტად ეგ არის რომ ანადგურებს საშუალო ფენას მთელ მსოფლიოში.
საქმე იმაშია, რომ აქ ვინც არ უნდა გააკეთოს მსგავსი ბიზნესი, მისი პროდუქცია ყველა ვარიანტში უფრო ძვირი ეღირება ვიდრე ეგ ჩუნური და ამავე დროს მოგებაც დიდი არაფერი იქნება.
ეს იმიტომ ხდება ეგრე, რომ როდესაც შენ ნულიდან იწყებ ყველაფერს და ისედაც როდესაც აბაროტი გაქვს პატარა, შენ იძულებული ხარ მზა პროდუქცია გაყიდო გაცილებით ძვირად ვიდრე იმათმა, ვისაც უკვე ეს ყველაფერი აწყობილი აქვს, ვისი წარმოებაც დღედაღამე არ ჩედება და ბრუნვა აქვს უდიდესი.
მათ პროდუქციის თვითღირებულება გაცილებით იაფი უჯდებათ, რამდენჯერმე იაფი, ვიდრე შენ რომ დაიწყო მსგავსი პროდუქციის წარმოება.
ამიტომაც დიდი კორპორაციები ყოველდღიურად ყლაპავენ მცირე მეწარმეებს და ეს ხდება მთელს მსოფლიოში.
ამიტომ მსოფლიო კაპიტალის 95% უკვე გადანაწილებულია, პლანეტის მოსახლეობის 5%-ზე და რაც უფრო დრო გადის ეს პროცესი უფრო და უფრო პროგრესიით ჩქარდება.
ამიტომ ცდილობდნენ სხვა და სხვა ქვეყნების მართველები ნაკლებად ინტეგრირებულები ყოფილიყვნენ გლობალიზაციაში, ქონოდათ თავიანთი ყველაფერი და მინიმუმამდე შეემცირებინათ იმპორტი კანონის დონეზე, მაგრამ ეგეთ სახელმწიფოებს დასავლეთი თითს უქნევდა, და თუ მაინც ბევრს გაატრაკებდა შემდეგ ცეცხლში გაახვევდა დასამოქალაქო ომს გაუჩაღებდა.
ზუსტად გლობალისტებისდა გლობალიზაციის შედეგია ეს ყველაფერი, ესე ძალიან რომ მოსწონთ და აპიარებენ ჩვენს ქვეყანაში, ზუსტად გლობალიზაცია ანადგურებს ერებს და ქვეყნებს.
პ.ს.ს. ანუ ეს ყველაფერი უკვე ისეა დაქოქილი რომ არავინ არაფერს არ დაგიშლის, არც არავინ არ დაგბრიდავს, უბრალოდ იმდენად წამგებიანი ბიზნესი გექნება რომ შენ თვითონვე დაანებებ თავს და შეგრჩება აღებული ვალები, ვინაიდან შენ იმ კორპორაციას ვერანაირად ვერ მოუგებ ფასში, რომელსაც კაპიკები უჯდება ეგ ყველაფერი და მიუხედავად ამისა დამატებით კიდე პრივილეგიები აქვს ნაყიდი ხელისუფლებისგან, გადასახადების ჩამოწერა იქნება ეს თუ სხვა უამრავი მოქმედება
ამიტომ თუ ხალხს მართლა უნდა თანაბარი ცხოვრება, სამართლიანობა და არა საბოლოოდ კორპორაციებისადმი დამონება, არსებობს მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი, ეს არის მსოფლიო რევოლუცია და სისტემის მთლიანად შეცვლა, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური.