დღეს, დაახლოებით, დილის 6 საათზე ინციდენტი მოხდა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე. რესტორან „მაჭახელაში“ მომხმარებლებს შორის ჩხუბი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაიწყო, რაც მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა.
„პრესა.ჯის“ ინციდენტის თვითმხილველი გოგონა ესაუბრა. თვითმხილველის თქმით, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:
ორი ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა რესტორანში ვახშმობდნენ. ანგარიშის გასტუმრების დროს, მათ პლასტიკურ ბარათს პრობლემა შეექმნა, რამაც გადახდის პროცესი შეაფერხა. მეორე მაგიდასთან თურქი ეროვნების ორი ახალგაზრდა მამაკაცი ორ ქართველ ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა.
თურქმა მამაკაცებმა ქართველების მიმართ უმაყოფილება გამოთქვეს გადახდის და რესტორნის სამუშაო პროცესის შეფერხების გამო. თურქების რეპლიკას ქართველი მამაკაცების აგრესია მოჰყვა, რაც მათ შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
რესტორანმა ობიექტის დაცვის სამსახური გამოიძახა. სამსახურის მოსვლის შემდეგ, ფიზიკური დაპირისპირება უკვე დაცვის თანამშრომლებსა და რესტორნის მომხმარებელ ორ ქართველ მამაკაცს შორის ქუჩაში გაგრძელდა. დაცვის თანამშრომლები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და მოქალაქეებს როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად შურაცხყოფდნენ.
ინციდენტი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი მივიდა, თუმცა, ფიზიკური დაპირისპირება ეკიპაჟის მისვლის შემდეგაც გრძელდებოდა.
ამჟამად, ვითარება განმუხტულია. ადგილზე ჯერ კიდევ იმყოფებიან საპატრულო პოლიცია და ინციდენტში მონაწილე პირები.
შსს-ს კომენტარს "პრესა.ჯი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
http://presa.ge/new/?m=crimes&AID=56899თარიღი - 26.06
რეალურად, ქართველებმა ცემეს ქართველები...
Brockდახურე თემა... ძალიან პროვოკაციულია...
იმიტომ რომ ეს არის ძველი ინფო... მე მქონდა ამაზე თემა გახსნილი და წამიშალეს...
ფოტოც ყალბია და სათაურიც არ შეესაბამება სინამდვილეს...
არც ინფორმაცია... რაღაც დებილმა საიტმა ძველი ინფო გადაამღერა და პროვოკაციული სათაური გაუკეთა...
ზუსტად ვიცი მაგ ამბის დეტალები და არავის არავინ არ უცემია ეთნიკური ნიშნით - პროსტა იკაჩავეს და დებოშის გამო დაცვამ მიტყიპა ორი ქართველი ბიჭი...
This post has been edited by მელკერი on 3 Sep 2017, 20:11