როგორც ვიცი, სინოპტიკოსები ცოლების და სიდედრების სახელებს არქმევენ
* * *
ირმა არ ხუმრობს
"დამანგრეველი ქარიშხალი ''ირმა'' ამერიკის ტერიტორიას, პუერტო-რიკოს უახლოვდება'
მეტეოროლოგებმა ''ირმას'' უმაღლესი, მეხუთე კატეგორია მიანიჭეს და ის ბოლო 80 წლის განმავლობაში ერთ-ერთ უდიდეს ტროპიკულ ქარიშხლად ითვლება. ''ირმა'' სიმძლავრით საგრძნობლად აღემატება 'ჰარვის, რომელიც ახლახან თავს დაატყდა ტეხასის და ლუიზიანის შტატებს, სადაც კატასტროფული წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია. ''ირმას'' ეპიცენტრში ქარის ძალა საათში 300 კილომეტრს აღწევს.
სტიქიამ პირველი დარტყმა კარიბის კუნძულებს მიაყენა. ბოლო მონაცემებით, იქ მან 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრმა გასტონ ბრაუნმა განაცხადა,რომ ქარიშხლის შედეგად კუნძული, სადაც 1700 ადამიანი ცხოვრობს, მთლიანად დანგრეულია. ინფრასტრუქტურის აღდგენას წლები და დაახლოებით 150 მილიონი დოლარი დასჭირდება.
აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის პროგნოზით. შაბათს ''ირმა'' ამერიკის ფლორიდის შტატს მიაღწევს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, ასევე პუერტო-რიკოს და ვირჯინიის კუნძულების ამერიკულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
,,ეტყობა, ეს იქნება ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი, რომელიც ოდესმე მიახლოვებია ფლორიდას, პუერტო-რიკოს და სხვა რაიონებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რას უნდა ველოდოთ უახლოეს ხანში და რისთვის მოვემზადოთ''- განაცხადა ტრამპმა.
ფლორიდის ზოგიერთ რაიონში უკვე დაიწყო მასობრივი ევაკუაცია, ავტომაგისტრალებზე საცობებია, შეინიშნება საწვავის უკმარისობა.
გაეროს მონაცემებით, ქარიშხლის შედეგად შესაძლოა 37 მილიონი ადამიანი დაზარალდეს. ატლანტის ოკეანეში კი კიდევ ორი ქარიშხალი-''ხოსე'' და ''კატია'' იკრებს ძალას.
http://www.info9.ge/uckhoethi/177887