„დავით კეზერაშვილმა ნაციონალური მოძრაობა გადააგდო“ – გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ნაციონალებისა და „ევროპული საქართველოს“ დაპირისპირება სააკაშვილის გამოჩენასთან კავშირში არ არის. „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში, ხუხაშვილი ამ უთანხმოებას მარტივი ისტორიით ხსნის და ამბობს, რომ საქმე წინასაარჩევნო დაპირისპირებასთან გვაქვს:
„დავით კეზერაშვილი მართლა შოულობდა მილიონებს. ყოფილი ხელისუფლება თვლიდა, რომ ეს მისი პირადი ფული კი არ იყო, არამედ პარტიის სალარო. ნიკა მელიას ეს მილიონები ეხლა იმიტომ გაახსენდა, რომ კეზერაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ გადააგდო და ეხლა სხვა პარტიას აფინანსებს. შესაბამისად, გადაგდებული პარტია თვლის, რომ კეზერაშვილმა ფული მოჰპარა.
ჩვენი გადმოსახედიდან შიდა გარჩევების ყურება ძალიან სასაცილოა. თუმცა, არც ისე სასაცილო, რადგან ეს ფული მოგვპარეს ჩვენ. ხალხისთვის მოპარულ ფულს ვეღარ იყოფენ და ამ თემის საჯარო განხილვა დაიწყეს“ – აცხადებს ხუხაშვილი.
* * *
ხატია დეკანოიძე - წარმოდგენა არ მაქვს კეზერაშვილი როგორ გამდიდრდა, ის აღარ არის ჩვენი გუნდის წევრი
"არ მგონია თქვენი და ჩემი ძვირფასი დრო კეზერაშვილზე საუბარში უნდა დაიკარგოს. ის აღარ არის ჩვენი გუნდის წევრი, დიდი ხანია. წარმოდგენა არ მაქვს როგორ გამდიდრდა და როგორ მოიპოვა ფინანსური რესურსი", - ამ რეპლიკით ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე თანაპარტიელის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის განცხადების მიხედვით დავით კეზერაშვილმა ფული ყაჩაღობით და ძარცვით იშოვა.
http://eurus.ge/index.php?act=new_view&id=4449