კაცო, სითი პარკი კი არა, 1 კვირის წინ გამთენიისას გამოვედით სახლიდან მე და ჩემი დეიდაშვილი და ამ ადგილას, სადაც ღამე ჩვენი მანქანა დავტოვეთ, სხვა დაგვხვდა.

გაგიჟდა ეს ჩემი დეიდაშვილი, დაიწყო სითი პარკის გინება. დავრეკეთ და რას გვაგინებთ თქვეჩემა, თვალით არ გვინახია თქვენი მანქანაო, სითი პარკი გვეუბნება.
ამაზე სულ გამოვღლევდით, ლამის დავიჯერეთ რომ მოიპარეს.
მერე იქვე კალონკაა და იმათ მივაკითხეთ.
ბენზინის გამოყიდველი გვეუბნება, კიო, ღამე ევაკუატორმა წაიყვანა თქვენი მანქანაო, მარა სითი პარკი არ იყოო.
აბა ვინ იყო, მეთქი. ვინა და პატრული იყო თავიანთი ევაკუატორითო.
რა პატრული-მეთქი, ბენზინს ხო არა ყნოსავ

არაო, ბავშვობაში წებოს ვყნოსავდი, მარა შევეშვიო, პატრული იყოო.
ვაჰ, ვრეკავთ პატრულში. კიო, აქა და აქ მოდით და ჯარიმა გადაიხადეთო.
რა უნდა გვექნა, მივედით.
რიგი დაგხვდა არ იკითხოთ. 64-ე თუ რაღაცა ვიყავით.
ერეკლე II-ს ცხოვრებაში მაგდენი ცხენი არ უნახია, რამდენი მანქანაც იქ დაგვხდა.
რაღაც 86 თუ 89 ლარი და კიდევ 10 ლარი მოგვარჭეს და მანქანა გამოგვატანეს.
მიზეზი - არასწორად გყავდათ მანქანა მიპარკინგებულიო.
ეხლა რა ქვია ამას ვერ გავიგე.
პატრულს ვინა დღნამს რო ღამე ევაკუატორით ირბინოს და ისითიპარკოს?!