1. გასაწვევი სიიდან არ ამოვარდები. მოგივა გაწვევა, მიხვალ კომისარიატში და მიიტან მღვდელმსახურის სერტიფიკატს და გაგათავისუფლებენ 1 წლით.
2. მიხვალ გირჩის ოფისში, წაიკითხავ რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" დებულებას და გკითხავენ ეთანხმები თუ არა ? ყველა ნორმალური ადამიანი დაეთანხმება იმას, რაც იქ წერია (თუ ჰომოფობი, პედოფილი ან რამე მსგავსი არ ხარ ადამიანი), შემდეგ მოაწერ ხელს, ისინიც თავის მხრივ მოგიწერენ ხელს სერტიფიკატზე და წამოხვალ სახლში. სავალდებულო არ არის, მაგრამ შეგიძლია ჩაურიცხო 20 ლარი (სტანდარტული ოდენობაა, შენი ნებაა).
3. გირჩში კი არ წევრიანდები, წევრიანდები რელიგიურ ორგანიზაცია "ბიბლიურ თავისუფლებაში". არავითარ პასუხისმგებლობას არ გაკისრებს გარდა იმისა, რომ საზოგადოებაში თავისუფლება და მშვიდობა უნდა იქადაგო.
4. საზოგადოების აზრი რაში გაინტერესებს ? გირჩი ცხადია არ გაიტანს მაგ ინფორმაციას გარეთ, მაგრამ როცა კომისარიატში მიიტან ცნობას, ცხადია, მაგ საჯარო სტრუქტურაში ეცოდინებათ ვინ გადაავადა "მღვდლის" ცნობით.
5. უაზრო კითხვაა.. ვინ შეგაშინა ასე ? ჩრდ. კორეაში ცხოვრობ ძმა ?
6. კვლავ უაზრო კითხვა.. კომისარს ჰო არ ელაპარაკე შემთხვევით ?

რაში უნდა შეგიშალოს ხელი ?
7. ბნელ - მილიტარისტ საზოგადოებაში თუ აღმოჩნდები, რომლებიც ფიქრობენ რომ რუსეთს შეგვიძლია 30 000 ყარაულით მოვუგოთ ომი, გირჩევ არ თქვა რომ "მღვდლის" ცნობით გადაავადე სავალდებულო სამსახური
8. ყოველ წელს, როგორც ვიცი, თავიდან მოგიწევს მღვდლის ცნობის აღება. მაგრამ სიაში არ ჩანდეს რას ნიშნავს ? ერთხელ რომ ჩადგამ ცოდვაში ფეხს, იმას ვეღარ ჩამოიწმენდ.. ტყუილად გაქვს იმის იმედი, რომ 28 წლის შემდეგ პატიოსანი ცხოვრებით "ყარაულად არ დგომის სურვილის" ცოდვას გამოისყიდი
ასე რომ... მოიშორე ეგ უაზრო შიშები და გადაავადე ჯარი.. კანონიერი გზაა.. უკანონო გზა რომ იყოს აქამდე აღკვეთდნენ.

პ.ს.
საჯაროში ვმუშაობ. ნუ წლის ბოლომდე ვარ აქ, მაგრამ პრობლემა არ შექმნია არც ტესტირებაზე, არც გასაუბრებაზე და არც მუშაობის დროს. 8 თვეზე მეტია ვმუშაობ.
წარმატებები
რატომ ? ყარაულად წასვლა რომ არ უნდათ ახალგაზრდებს მაგიტომ ვართ განწირული შიმშილისთვის და სიკვდილისთვის ?
თქვენ რა მოაზროვნე ყოფილხართ.
This post has been edited by Temporary_nickname on 31 Aug 2018, 15:47