#51420009 · 29 Sep 2017, 21:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
datu
QUOTE | ასე თითქმის ყველაფერზე შეიძლება თქვას ადამიანმა, რომ საზოგადოებაზე ზრუნავს და იმიტომ განიკითხავს |
პირადულს დაქვემდებარებული მხილების თავიდანვე საჯაროდ გამოტანა არის განკითხვა. ასე, მაგალითად, იოანე წინასწარმეტყველი აღსარებებს იღებს რიგითი მონანულებისგან, მაგრამ საჯაროდ ამხილებს ჰეროდეს, როგორც ხელისუფალს. მაცხოვარიც პირისპირ ამხილებს, ვთქვათ, სამარიტელ ქალს, სხვა მეძავსაც, მაგრამ საქვეყნოდ ამხილებს ურწმუნო მღვდელმთავრებს. წმ. მამები არათუ ამხილებდნენ, ანათემას გადასცემდნენ გამოუსწორებელ ერეტიკოსებს. თუ ვინმე დამაყვედრებლად იტყვის, რომ მღვდელს აქვს ორი ჯვარი, ბევრი ხატი ან მრავალი წიგნი, ეს იქნება მისი განკითხვა; ხოლო თუკი იგივეზე იტყვის, რომ არღვევს სარწმუნოებრივ ან ზნეობრივ კანონს, ეს იქნება მხილება.
არ მიკვირს, რომ საქართველოში დაბალია ცოდნა მხილების სიკეთის შესახებ. ადგილობრივი საეკლ. პირები, უბრალოდ, არ ქადაგებენ ამის შესახებ. მიზეზი ამისა კი არის ის, რომ მათი მამამთავარი აძლევს მაგალითს: ოცდაათი წელია, ვუსმენ მის გამოსვლებს, ქადაგებებს, ვკითხულობ მისი ხელმოწერით გამოსულ ეპისტოლეებს და მათში თუკი ვინმე აღმოაჩენს, თუნდაც, სიტყვა ,,მხილებას“, მადლობას შევწირავ (სხვათა შორის, ხსენებული პიროვნებისგან არ მახსენდება, სიტყვა ,,ანტიქრისტე“ ეხმაროს)!
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|