#51365782 · 20 Sep 2017, 14:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
merkuriela
| QUOTE | ლენინის ძვლებს ადარებ, ქრისტე რომ არ უარყვეს და ამის გამო ნაკუწებად აქციეს იმ ადამიანების ძვლებს? ისე ლენინის უკვდავებას უზრუნველყოფ მგონი |
პავლეს ეპისტოლენი
გალატელთა მიმართ
თავი მეხუთე
16. ჰოდა, მე ვამბობ: სელიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი,
17. რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ.
18. თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.
19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა,
20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა,
21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
|