მსხვერპლთ!!!!!!!!!!!!
"შვეიცარიის ბანკები იმ ასობით ანგარიშის მემკვიდრეებს ეძებენ, რომელთა მფლობელებსაც ნახევარ საუკუნეზე მეტია არ მიუკითხავთ საკუთარი ფულისთვის. თანხები კი სოლიდურია – 500 ფრანკიდან რამდენიმე მილიარდ დოლარამდე.
თუ პატრონი გამოჩნდება და დაადასტურებს გარდაცვლილ მეანაბრესთან ნათესაურ კავშირს, მას ქონება გადაეცემა. შესაბამისი კანონი შვეიცარიის პარლამენტმა მიიღო და 2015 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში. მილიარდერების მემკვიდრეთა მოსაძებნად სპეციალური საიტიც შეიქმნა ,,dormantaccounts.ch”, (https://www.dormantaccounts.ch/narilo/ ) რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეამოწმოს, მის რომელიმე წინაპარს 60 და მეტი წლის წინ ხომ არ ჰქონია ანგარიში ამ ქვეყნის რომელიმე ბანკში.
წინაპრის პოვნა, რომელმაც შესაძლოა, ქონება დატოვა, შეიძლება ამ სიაში გვარის მითითებით, ასევე მთელი სიის უშუალო დათვალიერებით. თუ ჩათვლით, რომ იქ ნაპოვნ რომელიმე ანგარიშზე არსებულ თანხაზე გაქვთ უფლება, უბრალოდ უნდა დააწკაპუნოთ მაუსს იმ ადგილას და შესაბამისი ფორმა შეავსოთ."
დასახებულ გვერდზე გამოქვეყნებულია ის ხალხი რომლებსაც შვეიცარიამ უკვე დაუბრუნა ქონება.
მათ შორის ვერ იპოვით პოსტ საბჭოეთის მოქალაქეებს...
ერთი ვნახე ლვოვიდან.. და ლვოვიც მაშინ პოლონეთი გახლდათ...
ამ ხალხს საბჭოთა კავშირში 1917 წლის შმედეგ წაართვეს ქონება, მოუწყეს გენოციდიც, რკინის ფარდიდან საკუთარ ფულს შვეიცარიაში ვერ მიაკითხავდნენ, თუ ფაშიზმის მსხვერპლთ ასე ინტენსიურად პატრონობს მსოფლიო.. კომუნიზმის მსხვერპლებს შვეიცარიაც რატომ ჩაგრავს?????
რატომ არ ჰყავთ კომუნიზმის მსხვერპლებს მოსარჩლე იგივე დასავლეთის სახით?????
ფაშიზმზე ნაკლები მსხვერპლი არ გახლდათ... საკუთარ ქონებასაც რატომ არ უბრუნებენ??????
ასე, რომ დიდი იმედი ნუ გექნებათ.... ვერაფერს იპოვით...