- ხელი ასწიეთ, ვინ ხარსთ წინაარმდეგი, რომ თბილისში ჩამოვიდნენ და იბურთაონ (აქ თავი დახარა და ჩაიკითხა) მალდინმა, რივალდომ, კოსტაკურტამ და შევჩენკომ... დინო ბაჯომ და პუი... პუი... პუიიიოოლიმ - ფეხბურთის ყოფილმა, მაგრამ, დიდმა ვარსკვლავებმა, - იკითხა უფროსმა და თვალი მიმოავლო გაყურსულებს...
- ჩანს, არავინ და მე კი არაფერი მესმის ამ ფეხბურთისა, მაგრამ, რადგან ამან (და გადახედა მას, მერე ხელიც დაადო, სათნოდ) თქვა, "ზნაჩიტ", კარგია!.. ესეიგი, მოგვწონს, ჰო?.. და თანხა, რაო, რაო, რა სთქვი? სად წავაო?
- ბორჯომის დამწვარი ტყის აღსადგენად, ბატონო... - უპასუხა "ამან".
- რა თანხას ველისთ, ბიჟო, სულ?
- იქნება ასე დვადცატ ტიში.
- ჰო, დვადცატ ტიში... და ისინი რამდენად ჩამოდიან, შენი ძმაკაცები?
- მე ვიხდი, სულ მე ვიხდი, ბიუჯეტი კი არა...
- ჰოოო, ეგ კარგია, მაგრამ - რამდენად-თქო, რამდენად?..
- სასტუმრო ჯდება ასამდე... ბილეთებიანა, ასე 130-140.
- ჩამოიყვანეთ... ჩამოიყვანეთ!.. ბრძანა უფროსმა და კრებაც დაიშალა... ამოსუნთქვებით.
გაყურსულებს შორის იყო ერთი ახალგაზრდა, რომელმაც ამოიღო ძველი "ნოკია" და იანგარიშა. არაფერი უთქვამს, ჩაიღიმა მხოლოდ.