აგერ კიდევ...
ღლე ვარო რა..
კორუფციული სქემები იყო მაშინ, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარი ოჯახის წევრებს ლარად აძლევდა სახელმწიფო ქონებას... ეს არის ერთ–ერთი უნივერსიტეტი“
2013 წლის 19 ნოემბერს, მთავრობის წევრობის კანდიდატები საპარლამენტო უმცირესობას შეხვდნენ.
10/04/2014 ნახვები: 7443
ტყუილი

საკითხის დეტალურად შესწავლისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მივმართეთ და იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალი გამოვითხოვეთ, რომლებსაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით და სიმბოლურ ფასად - 1 ლარად აქვთ გადაცემული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციის შესწავლისას დავადგინეთ, რომ 2003–2012 წლებში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით და სიმბოლურ ფასად -1 ლარად, შემდეგ უნივერსიტეტებს გადაეცათ:
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2012 წლის 31 აგვისტო);ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (2012 წლის 18 სექტემბერი);ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (2012 წლის 5 ნოემბერი);საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (2012 წლის 16 აგვისტო);ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2012 წლის 12 სექტემბერი);თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (2012 წლის 11 მაისი).
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციის თანახმად, უნივერსიტეტების ჩამონათვალში, რომლებსაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება 1 ლარად გადაეცათ, არ მოხვდა არც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და არც საქართველოს უნივერსიტეტი.
https://factcheck.ge/ka/story/12337 * * *
https://factcheck.ge/ka/story/21713 * * *
არის ალაგ ალაგ გამონათებებიც

დასკვნა საერთაშორისო გამჭვირვალობის 2016 წლის კვლევაში, კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ, მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის საქართველო 44-ე ადგილს იკავებს, 57 ქულით. 2012 წელს საქართველოს 52 ქულა ჰქონდა, 2013-ში - 49, 2014-სა და 2015-ში 52. ეკონომიკური თავისუფლების შესახებ (რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა კორუფციის აღქმის ინდექსსაც) Heritage Foundation-ის 2017 წლის ანგარიშში მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის საქართველო 76 ქულით მე-13 ადგილზეა. კორუფციის დონეს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ორ მაჩვენებელზე - საკუთრების დაცვასა და სასამართლოს ეფექტურობაზე. საკუთრების დაცვით საქართველო 77-ე ადგილზეა, ხოლო სასამართლოს ეფექტურობით 35-ე ადგილზე. რაც შეეხება მსოფლიო ბანკის მონაცემებს, 2012 წელს საქართველოში კორუფციის კონტროლი შეფასდა 0.40 ქულით და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 67-ე ადგილზე იყო. 2016 წელს საქართველოს ქულა 0.67 იყო და მსოფლიოში 56-ე ადგილს იკავებდა. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულ ინდექსებში წინსვლისა, ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის კორუფციას საქართველოში გამოკითხულთა 12% ასახელებს. კორუფციის გლობალური ბარომეტრის 2016 წლის კვლევის თანახმად, 2013 წელთან შედარებით ქრთამის აღების მაჩვენებელი 3%-ით არის გაზრდილი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2017-2018 წლების ანგარიშის მიხედვით კი, ქრთამის აღებისა და მთავრობის გადაწყვეტილებებში ფავორიტიზმის კუთხით, საქართველოს პოზიცია გაუარესებულია. ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.