„ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩემი აზრით, ალბათ გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან გადახტა, ანუ მეორე სართულიდან, ჩვენი აღსაზრდელი,“ - განაცხადა თემურ თორდინავამ
http://rustavi2.ge/ka/news/85755„მდგომარეობა სტაბილურია თუმცა, რთულია,“ - ასე აფასებს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, თემურ თორდინავა ზემო ფონიჭალის 206-ე ბაღის აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.
ბავშვი ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. თემურ თორდინავას თქმით, მცირეწლოვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩემი აზრით, ალბათ გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან გადახტა, ანუ მეორე სართულიდან, ჩვენი აღსაზრდელი,“ - განაცხადა თემურ თორდინავამ.
თორდინავა არ გამორიცხავს, რომ იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელსაც ბავშის მეთვალყურეობა ევალებოდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დასადგენად მოკვლევა. თორდინავას განცხადებით, მონიტორინგის წარმომადგენლები მივიდნენ უკვე ბაღში.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის პასუხები დაახლოებით, ორ საათში იქნება ცნობილი და მისი თქმით, ამის შემდეგ „უმკაცრეს ზომებს“ მიიღებს.
wrangler7ინკლუზიური - „ჩართული” განათლება არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლებში ინვალიდობის მქონე ბავშვთა სწავლების პროცესის აღწერისას.
მას საფუძვლად უდევს იდეოლოგია, რომელიც გამორიცხავს ბავშვების ნებისმიერ ფორმის დისკრიმინაციას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი გავრცელებული საგანმანათლებლო სისტემის შემთხვევაში, ბავშვების გარკვეული ნაწილი რჩება სასწავლო პროცესის მიღმა, ვინაიდან სისტემა არ არის მზად საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად მიუდგეს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. არადა ისინი ბოლო სტასტიკით მოსწავლეთა 15%-ს შეადგენენ და განსაკუთრებული მიდგომის გარეშე საზოგადოებისგან და სასწავლო სფეროსგან გარიყულ მდგომარეობაში რჩებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ბავშვები კი არ განიცდიან წარუმატებლობას, არამედ სისტემა განიცდის კრახს!
ინკლუზიური განათლება - ეს არის ახალის სიტყვა განათლების სფეროში, იგი თავის თავზე იღებს იმის უზრუნველყოფას, რომ თითოეულ ბავშვს შეექმნას აუცილებელი კომფორტი და ყველა საშუალება იმისათვის, რომ მან შესძლოს განათლების პროცესში სრულფასოვანი ჩართვა.