QUOTE |
- საქართველოს ისტორია ქართველმა იცის. მაგალითად, მე ბევრჯერ ვარ ნამყოფი ყაზბეგში, მაგრამ გიდობას ვერ ვითავებ და სხვა ქვეყნის მოქალაქემ ეს როგორ უნდა გააკეთოს? გამოცდილი, ლიცენზირებული გიდი, 300 დოლარი ღირს. ამ თანხას არც ერთი ტურისტი არ გადაიხდის. მაშინ ერთ გზაზე 600 ან 700 დოლარი უნდა მომცეს, რომ კვალიფიციური გიდი გავაყოლო. არიან კარგი გიდები, მაგრამ ვერ ვუხდით იმ თანხას, რაც ღირს. ირანიდან ჩამოსულები აქ ტურისტულ ბიზნესში არიან, არაფერი იციან საქართველოს ისტორიის შესახებ, მაგრამ ირანშიც აქვთ ოფისები და იქიდან უგზავნიან ტურისტებს. რამდენად სწორ ინფორმაციას აწვდიან, არავინ იცის, ამას არავინ აკონტროლებს. გზას ვაგრძელებთ აბანოებისკენ და ირანელების დიდი ჯგუფს ვუერთდებით. წინ ირანელი გიდი მიჰყვება. გიდს გამოველაპარაკეთ:
- გსმენიათ საქართველოს ისტორიაზე? - ისე რა, სრულყოფილად არ ვიცი.
- მაშინ რას უყვებით ტურისტებს? - ქართლის დედაზე, ვახტანგ გორგასალზე, ნარიყალაზე.
- ინფორმაციას საიდან იღებთ? - ინტერნეტში ვეძებ, ხალხსაც ვეკითხები |
გიდებს რაც შეეხება, ასეთი დაბალი კვალაფიკაციაც საკმარისია. იმედია არ ეწყინებათ აკადემიადამთავრებულ გიდებს

მეც მიმუშავია გიდად. ტურისტი ინტერნეტში ნახულობს საინტერესო ადგილების შესახებ ინფორმაციას, რასაც გიდი უვსებს. და სულ არ ითხოვენ გიდებისგან მატიანე ქართლისაის ცოდნას

ასე რომ ათასი ტურისტიდან შეიძლება ერთმა მოითხოვოს 300 დოლარიანი გიდი.