არ ვნერგავ ნიჰილიზმს, მაგრამ ალეკოს შანსი არ აქვს.
საბურთალოზე, ლოკალურად, სულ სხვა პოლიტიკურ კონტექსტში, გასაგებია, და ეგეც დიდი მიღწევაა.
მაგრამ ამ (ორ) მონსტრთან ჭიდაობა ამხელა მასშტაბზე შეუძლებელია.
საქართველოში არჩევნებს ხელისუფლებას მოუგებს მარტო ფული (ოდესმე)
ან რაღაც ციხის კადრების მსგავსი კატასტროფა.
სხვა ვერაფერი.
გადახედეთ კალაძის წინასაარჩევნო კამპანიას.
იმენა ფუფუნება მოსჭვივის.
შეუძლებელია, მხოლოდ ფეისბუქ-ვიდეოებით ხმების აგროვება, რაც არ უნდა ბევრი სოც.მედიის მომხმარებელი არსებობდეს
ნუ ნებისმიერ ვარიანტში, რაც ბევრ ხმას აიღებს მით უკეთესი - სუნთქვას უნდა გრძნობდეს კალაძე ზურგსუკან.
ოცნებამ კიდე ერთადერთი კანდიდატი შეარჩია, რომელიც არჩევნებს მოაგებინებდა.
სხვა ყველა - უბრალოდ განწირული იყო გარდაუვალი მარცხისთვის.
კარგად მიხვდნენ რომ ნარმანიას ინერტულობა-სტაგნაციისთვის, ენერგია და "სიცოცხლე" უნდა დაეპირისპინებინათ
შედეგად, ამომრჩეველი ვერ გრძნობს ვერავითარ თანმიმდევრულობას - განგრძობითობას ნარმანიას და კალაძეს შორის.
კალაძემ მოირგო 'განახლებული' უგულავას იმიჯი.
უგულავას ტიპის მერობას გვთავაზობს.
თან, აქ სწორად აღინიშნა.
არც ქოცებს და არც ნაცებს კატასტროფულად არ აწყობთ ელისაშვილის მეორეობა.
ეგ არამხოლოდ ნაცებს ჩააჩოჩებს.
არამედ, პოლიტიკურ დისკურსს მთლიანად ცვლის.
და ოცნება რჩება პოლიტიკური ამოცანის გარეშე
ფუნქციას აცლის ფაქტიურად ალეკო
ეგ გაცილებით საშიშია, ვიდრე არჩევნების წაგება.