და ეს იმ ფონზე, როცა ყველა ჩვენი მეზობელი ძლიერდება!...
ის კინო მახსენდება, მტრებით გარშემორტყმულ ციხესიმაგრეში რომ არიან გამოკეტილი ხალხი, მეფე და ორი ჯარისკაცი... ჯერ ამ ორ ჯარისკაცს გაუშვებს მეფე მტერთან საბრძოლად - მამაცი მეომრები არიან და გვიშველიანო, მერე მოკავშირე სახელმწიფოს მეფესთან გაგზავნილ დესპანებს ელოდება დახმარების იმედით... რომ ჩამოვლენ, ხელმწიფის გამოგზავნილ თავისსავე უზარმაზარ პორტრეტს მიათრევენ მეფესთან და დანაბარებს: "გამაგრდი ძმაო, მსოფლიოს ორი მმართველი ჰყავს, დასავლეთში ეს მე ვარ, აღმოსავლეთში შენ!"