თბილისის მერი გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს
PreviousNext
40 წუთის წინ 858
Share
Share
67
Share
Share
Share
თბილისი: ლადო ჭანტურიას გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დავით ნარმანია შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაცია Front news international-ს საქართველოს მთავრობის კულურებში დაუდასტურეს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ საქართველოდან ლადო ჭანტურია აირჩია, რომელიც ამ დროისთვის გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება, რის შემდეგაც დავით ნარმანია დედაქალაქის მერობიდან გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.
დავით ნარმანია თბილისის მერად 2014 წელს აირჩიეს. იქამდე კი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. არის 24 სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომის ავტორი და 34 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი.
გავლილი აქვს სამეცნიერო სტაჟირება გერმანიის აკადემიური გაცვლების საბჭოს (DAAD) პროგრამით - პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსურ მეცნიერებათა კათედრაზე.
ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.
ტრუხა იქნება მაგრამ მაინც კაი ნიუსია