რამოდენიმე ადგილზე შევამჩნიე დარგული ხეები.
ჩამოთვლილის გარდა დიდი დიღომში სამგან ვნახე ახალი დარგულები, სანაპიროზე რამოდენიმე ადგილზე, მთაწმინდაზე კედრები აქა-იქ.
ზოოპარკის მიმდებარედ და თბილისის ზღვაზეც.
რამდენი დაირგო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ახალ გზაზე ჩემწკრივებული ბევრია.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრიც გაიჩეხა.
მწვანე მასის გაზრდა არ ნიშნავს ჭადრის და ვერხვის დარგვას.
ნახშირორჟანდის მძლავრად გამოყოფა და ჟანგბადის დეფიციტი ზამთარში დგება.
მაშინ, როცა მწვანე საფარის ძირითადი ნაწილი იძინებს.
ფოთოლმცვენი მცენარეები და ბალახები უკვე თამაშგარე მდგომარეობაშია.
აი მაგ დროს, ზაფხულთან შედარებით, უკვე მესამედი მწვანე მასა მოდის ერთ სულ მოსახლეზე...
ასეთ შემთხვევაში რგავენ სწრაფმზარდ ფოთოლმცვენ მცენარეებს, რომ დაგროვდეს გარკვეული მარაგი და ხდება შედარებით სწრაფმზარდი მარადმწვანე მცენარეების დარგვა.
მოსახერხებელია მაღალი და ვიწროვარჯიანი წიწვოვნების დარგვა, რომლებიც შედარებით სწრაფად იზრდება.
ანუ რამოდენიმე ეტაპიანი მუშაობაა საჭირო, ჩანაცვლებით.
ვინმე გეგმავს მსგავს საკითხებს.
ისე, პარტიზან ფერაძეს თავისი სანერგე აქვს და რატომღაც ნამეტანი აწვებიან მწვანე საფარს.