tb-seliარ გინდა სისულელეების მტკიცება..
ამბობდი, რომ ალეკოს ვაძლევ ხმას, რადგან მინდა ოცნებამ ჭკუა ისწავლოსო... კიდევ უამრავ დადებით ამბობდი ალეკოზე და უცბად არჩევნებამდე 1 კვირით ადრე მაშინ, როცა პიკს აღწევს დაძაბულობა და ნეიტრალური ამომრჩეველი ამ პერიოდში იღებს გადაწყვეტილებას წავიდეს თუ არა არჩევნებზე და ვის მისცეს ხმა, ხსნი 8 წლის წინ მომხდარ ამბავზე თემას და ალეკოს მიმართ აშკარა ანტი-პიარს ეწევი, რადგან კარგად იცი, რომ ადამიანთა დიდ ნაწილს უბრალოდ გააზრების უნარი არ აქვს და მხოლოდ იმას გაიგებდა ამ სტატიიდან, რომ "ალეკო პატრიარქის წინააღმდეგ წავიდა"

შენი საქციელი არის ფარისევლობა და უზნეო, რითაც ოცნების წისქვილზე დაასხი წყალი.
კარდუ-ს რას ერჩოდით ძველი იუზერები ? ის კაცი რაც იყო რეალურად ის იყო ფორუმზეც და ცხოვრებაშიც და ტელევიზიაშიც.. ამათნაირი ფარისეველი მაინც არ ყოფილა.
კარდუ-ც რომ გჯობიათ
რა დონეზე დაეცით
და თუ ალეკოს პატრიარქის მიმართ დამოკიდებულებაზეა ლაპარაკი, გავიხსენოთ კობახიძე-ბესელიას სკანდალი

რატომ ატეხა ალეკომ ერთი ამბავი ?
იმიტომ ხომ არა, რომ ეს ქალბატონები + ნანა კაკაბაძე და სხვა "ღირსეულნი ამა ქვეყნისანი" პატრიარქის გამოყენებას აპირებდნენ პატიმართა შეწყალებისათვის. რეალურად ამ საქციელით ალეკომ პატრიარქი დიდი სირცხვილს და სახელის გატეხას გადაარჩინა..
მაგრამ ამას გაიაზრებთ ? ვერ და არ. რადგან თქვენი ინტერესები გაქვთ, რაც მოწინააღმდეგის დამცირებასა და ანტიპიარის აგორებაზეა მიმართული.