ეს რატომღაც არ მოეწონათ ჩემს ოპონენტებს....
https://en.wikipedia.org/wiki/Likbezეს დიდი "კულტურის სვლა" რუსეთიდან "ბნელ" საქართველოში:
"ეგზარქოს თეოფილაქტეს იმერეთში ჩასვლით მოსახლეობა
ძალზე დამწუხრებულა, რადგან ქართველ ხალხს ართმევდნენ საუკუნოვან
სარწმუნოებას, იკეტებოდა და ირღვეოდა მრავალი ტაძარი. მოსახლეობას
ართმევდნენ წმიდა ხატებსა და ჯვრებს: "გვართმევენ ჩვენ მღვდელმთავრებს,
ტაძრებს, მღვდლებს, რომ სიკვდილის შემდეგ არ გვეღირსოს დამარხვა, ხოლო
სიცოცხლეში არ მოგვეცეს ღმერთის განდიდებისა და ლოცვის საშუალება".
ვფიქრობთ, ეს სიტყვები კომენტარს არ საჭიროებს, რუსეთის მესვეურთა ქმედებანი
სრულიად არაქრისტიანული და არაადამიანური იყო. ეგზარქოს თეოფილაქტეს
უსამართლო ქმედებამ ქართველი ხალხი იმ უკიდურეს ზომამდე მიიყვანა, რომ
მღვდელმთავარზე იარაღით გაიწია, საბოლოო ჯამში კი ექზარქოსის საქციელმა
იმერეთში საეკლესიო აჯანყება გამოიწვია. რუსულმა მმართველობამ მეტად
აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება მიიღო. მათ გადაწყვიტეს საკათალიკოსოს
გამგებელ ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსისა (წერეთელი) და გაენათელ
მიტროპოლიტ ექვთიმეს (შარვაშიძე) სიკვდილით დასჯა. "ყველაზე საშიშია, რომ არ
გაიგონ მიტროპოლიტების სიკვდილი, რომელთა მკვლელობაც ააღელვებს ხალხს,
სამღვდელოებას და თავადებს. ასევე ცუდად იმოქმედებს ეს ფაქტი ჩვენს
ჯარისკაცებზეც, რომელთაც რწმენა აქვთ სამღვდელოებისა. არავითარ შემთხვევაში
არც ერთის სხეული არ დატოვოთ იმერეთში, არ დამარხოთ. ასევე არ ჩააგდოთ
გვამები მდინარეში, თორემ სწრაფ მდინარეს შეუძლია სხეული ზემოთ ამოიტანოს.
აუცილებლად მიიტანეთ სხეულები კაიშურამდე, სადაც შეიძლება ისინი მიაბაროთ
მიწას" (Акти, VI. ч I:582). ასეთი არაადამიანური მეთოდით რუსეთის ხელისუფლებას
გადაწყვეტილი ჰქონდა, აესრულებინა თავისი მიზანი და ფაქტიურად გაეუქმებინა
უძველესი ავტოკეფალური ეკლესია. 1820 წლის 4 მარტს დიდმარხვაში
190
მღვდელმთავრები შეიპყრეს, თავზე ტომრები ჩამოაცვეს, ხელები შეუკრეს და ნაცემ-
ნაგვემი ასაკოვანი მიტროპოლიტები რუსეთის გზას გაუყენეს. რუსის ხიშტებით
დაჩხვლეტილი მიტროპოლიტი დოსითეოსი სურამსა და გორს შორის გზაზე
გარდაიცვალა. ეგზარქოს თეოფილაქტეს ბრძანებით, მიტროპოლიტი დოსითეოსი
პირველივე ეკლესიაში ქრისტიანული წესით ყოველგვარი ცერემონიალის გარეშე
უნდა დაეკრძალათ (Руская старина 1895:121). გარდაცვლილი, სისხლისაგან
დაცლილი ნატანჯი მიტროპოლიტი დოსითეოსი ანანურის ეკლესიამდე ატარეს ისე,
რომ ხალხს მისი სიკვდილის შესახებ არაფერი გაუგია. ასეთი ბედი ხვდა წილად
აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათალიკოსოს უკანასკნელ გამგებელს. 1820
წელს ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა აფხაზეთის უძველესმა საკათალიკოსომ.
ამის გამო ამხილა იმპერატორი ალექსანდრე I პეტერბურგში იძულებით
გადასახლებულმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ: "საქართველოს ეკლესიისა და ერის
თავისუფლების წართმევისათვის, სამშობლოს დამცველების წამებისათვის მას
(იმპერატორს)უწოდა ახალი ნერონი" (მნათობი, 1988, 10:152). საქართველოს
ეკლესიის ღირსეულმა წარმომადგენელმა საკადრისი პასუხი გასცა რუსეთის
იმპერატორს, რომელმაც უკანონოდ მოუსპო დამოუკიდებლობა..........................."
ვრცლად იხილეთ აქ:
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00...ashvili%20l.pdf This post has been edited by sulo on 16 Oct 2017, 14:58