მესამე ხაზის რაღაც სადგურები კი არის გათხრილი გვირაბების ნაწილი, მაგრამ:
ჯერ ერთი, რომ მიგდებულია და დატბორილია, ხოლო რაც არ იყო მიგდებული, გაყიდეს და ზედ მშენებლობის ნებართვები გასცეს და უკვე ზედ არის ალბათ შენობები.
თუმცა, მაგის მოცილება რეალურად არაა პრობლემა, მაგალითად ზაარბრიუკენის მოედანთან იყო მშენებარე სადგური, სადაც ერთი შენობა აშენდა და უკანონობის მიზეზით დაანგრიეს, იმის მერე სხვა ააშენეს თუ შენდება, ანუ სურვილის შემთხვევაში, როგორც ჩანს არაა დაბრკოლება შენობები.
თუმცა მთავარი პრობლემა არის - ეკონომიკურად გაუმართლებლობა.
ეგ ხაზი გადის რუსთაველი-ზაარბრიუკენი-ელია - მეტრომშენი - ვაზისუბანის მიმართულებაზე.
აქედან, ყველაზე გამოსადეგი იქნებოდა - ვაზისუბანი. მაგრამ ელია-მეტრომშენზე, სადაც რეალურად არც არის ნორმალური განაშენიანება, მეტროსადგურების გაკეთება არ იქნება მიზანშეწონილი, მაშინ როცა სხვა უბნებზე გვაქვს პრობლემები.
საბჭოთა დროს, გეგმავდნენ უბნების შექმნას და მაგიტომ იყო მეტროს ხაზებიც შესაბამისად.
მაგრამ დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია - ყველაზე დატვირთული და თან მოწყვეტილი მაგისტრალური მეტროსგან არის პლატო-საბურთალო-ვაკე. ასევე კიდევ უფრო შორეული დიდი უბნები დიღომი და ლილო.
ანუ თუ მეტრომ გვინდა მოგება მოიტანოს, მაშინ აქ უნდა გაკეთდეს, ე.ი. ნულიდანაა გასაკეთებელი.
თუ გავითვალისწინებთ რომ 500 მილიონიდან მილიარდამდე აღწევს სადგურები, ხოლო გვირაბების გაყვანის ღირებულება, 80 მილიონიდან იწყება, რთული წარმოსადგენია.
თუმცა, პლატოს გარდა, სადაც მაქსიმუმ საბაგირო გამოდგება, ყველა ამ უბანს მეტროსგან აკავშირებს მაგისტრალური ქუჩები - ანუ, ძველი უბნები არაა, გააჩნიათ ცენტრალური ფართო ქუჩა.
ამიტომ, თავისუფლად შეიძლება მოეწყოს ტრამვაი, რომელიც ასევე დიდი რაოდენობის ხალხს გადაიყვანს, უფრო მეტად ხელმისაწვდომიც იქნება და მეტროზე ათეული მილიონებით იაფიც დაჯდება.
ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც არაა მიზანშეწონილი გაკეთება - ძვირია და გაუმართლებელი, თან გააჩნია იაფი ალტერნატივაც.
რაც შეეხება, ზოგადად მეტროს განვითარების პერსპექტივებს, ორი სადგურის, მეორე ამოსასვლელების გაკეთებაა ძალიან რეალური, რადგან თითქმის დასრულებულია.
ასეთია ახმეტელის მეორე ამოსასვლელი და მარჯანიშვილის მეორე ამოსასვლელი.
კიდევ რასაკვირველია შეიძლება რუსთაველსაც, რესპუბლიკის მოედნის ქვეშ, თავისუფლებასაც - კოლმეურნეობის მოედანთან, ავლაბრის, მეორე სანაპიროზე და ა.შ.
თუ ახლა, იმ პარკინგმა არ შეუშალა ხელი პუშკინის სქვერის ქვეშ, მაგრამ ეგენი ნულიდანაა გასაკეთებელი.
ყველაზე გამოსადეგი, ალბათ მართლაც ეგ კოლმეურნეობაზე გამოსასვლელი იქნებოდა, ეგ ადგილი კვანძადაა გადაქცეული და მეტროსთან კავშირი შვება იქნებოდა, თუმცა ალბათ შორეული ფანტაზიაა.
კიდევ მასეთი ფანტაზია, ახმეტელის გაგრძელებაა ზემოთ, ან კიდევ მუხიანისკენ. სისტემის სხვა ბოლოებიდან, მეტი არცერთი არ გამოდგება გასაგრძელებლად.
ხოლო ახალი სადგურის სახით, მაქსიმუმ შეიძლება გაკეთდეს ვაზისუბანი - რომელიც მშრალ კონსერვაციაზეა, ანუ არაა დატბორილი. მაგრამ ბოლოს მგონი ეგეც გაყიდეს და დააშენეს რაღაც. ყოველშემთხვევაში, ყველაზე მეტი სამუშაო მანდ არის გაწეული.
და რაც მთავარია, ტექნიკური გვირაბით შეიძლება 300 არაგველთან დაკავშირება. ანუ განშტოების სახით, როგორც ერევანშია, ქანქარისებური მოძრაობა, მასეთი იქნება.
ეს მეტროსთვის არაა მთლად შესაბამისი, რადგან მეტროს მუღამი სისწრაფეა და არა მსგავსი განშტოებები, თუმცა მაინც დიდი შეღავათი იქნება მოწყვეტილი დასახლებისთვის, როგორიც ვაზისუბანია.
ამ დოკუმენტშია ჩამოთვლილი ეგ ყველაფერი
https://issuu.com/tbilisiurbanlab/docs/tbil...rt_geo_02.05.17