1. სახელმწიფო პოლიტიკა არ არის ორიენტირებული ექსპორტის ხელშეწყობაზე.
საქართველო მცირემოსახლეობიანი ქვეყანაა. ადგილობრივი ბაზარი პატარაა და ბევრი მიზეზის გამო გადახდისუუნარო. დაბალი გადახდისუნარიანობის გამო ადგილობრივი თუ შემოტანილი საქონლის ფასი მაღალი ვერ იქნება. შესაბამისად, შემოტანილი მზა პროდუქცია იქნება თუ ნედლეული ადგილობრივი წარმოებისთვის, ასევე ამ ნედლეულით ნაწარმოები პროდუქცია ვერ იქნება უმაღლესი ხარისხის. ეს გასაგებია, მაგრამ მსოფლიო ბაზარი დიდია და ნებისმიერი ხარისხის და ფასის საქონელზეა მოთხოვნაც. იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყონ საკანონმდებლოდან დაწყებული ინფრასტრუქტურის აწყობით დამთავრებული - ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს და სხვადასხვა ბაზრების ათვისებას, ეპოტინებიან ისეთი ქვეყნების ბაზარს, რომლებშიც ხარისხზე მაღალი მოთხოვნაა. თან არსებული სისტემა მორგებულია შემოტანაზე და არა გატანაზე. შედეგად, არათუ ვერ განვითარდება, ვერც შეიქმნება ადგილობრივი წარმოება და დასაქმების დონეც იქნება დაბალი. შესაბამისად - გადახდისუნარიანობაც.
2. ინერტული და აზროვნების უნარმოკლებული საზოგადოება.
ზოგადად, ჩვენ არ ვართ რაციონალური ხალხი. ჩვენთვის დამახასიათებელია იმპულსური, ემოციებზე დამყარებული ქცევები, უკიდურესობებში გადავარდნა. ამის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და ქვეყანაში რამდენიმე ნიშის გარდა თითქმის ყველა ნიშა ცარიელია. ზოგადი ცხოვრების წესი ასეთი გვაქვს: ვსესხულობთ, ვჭამთ ან შემოსავალზე ბევრად ძვირადღირებულ ტექნიკას ვყიდულობთ, რომლის გამოყენებისაც ბევრი არაფერი გაგვეგება და მერე ვბუქსაობთ ამ ვალის გასტუმრება-ვერგასტუმრებაში. უფრო ხშირად კი ძველი ვალის ახალი ვალით გადაფარვით "ვერთობით" რაც ადრე თუ გვიან იწვევს ჩვენს სრულ გაკოტრებას.
3. სრული უპასუხისმგებლობა.
გაქვს მცირე საწარმო, ძალიან მცირე საბრუნავი კაპიტალით. დაკვეთების რაოდენობაც ცოტააა. მოდის დამკვეთი და გეუბნება - სასწრაფოდ, დღეს საღამოსვე ან ხვალ დილასვე მჭირდება დაკვეთის შესრულება. სასწრაფო დაკვეთაში გაზრდილ ფასს კი არა, მიზერულ თანხას გიხდის. უარს ეტყვი და სხვა გაუკეთებს შენზე ნაკლებ ფასად.

კარგი, დათანხმდი, აიღე დაკვეთა, გაათენე, შეასრულე. ნედლეულის მარაგები არ გაქვს და სასწრაფოდ მოგიწია აღებამ ან "პოსლეზე", ან ლეწე მიკროსაფინანსოს სესხი იმ გათვლით, რომ უფრო ადრე დაფარავ და ძირისოდენა პროცენტის გადახდა არ მოგიწევს. დგება ის "დღეს საღამოსვე" ან "ხვალ" მომენტი. დაკვეთა მზად გაქვს. ამ დროს დამკვეთი გეუბნება, რომ რაღაც პრობლემები აქვს და ამის გამო ჯერ ვერ წაიღებს. გადის რამდენიმე დღე, თვე, კვირა... ყოველ დღე გპირდება, რომ დღეს-ხვალ წაიღებს და თანხასაც ჩაგირიცხავს. მიზეზები არ ელევა. ამასობაში მოდის ონლაინსესხის გასტუმრების დრო. ასეთი "სასწრაფო" და მწნილად ქცეული დაკვეთები გაქვს ოხრად. პროპორციულად - ვალებიც. ვერ იხდი. აკეთებ გადავადებას ანუ რეალურად ჯარიმას იხდი ვადაში ვერგასტუმრების გამო. იფუჭებ რეიტინგს კრედიტინფოში, ვალს ვალი ემატება, ხარჯს ხარჯი. ამოღებით კი თანხები მოდის გვიან და რთულად. მერე ან ფეხებით უნდა დაკიდო და დიდი ალბათობით გიჩივლებს ის ნაბოზარი და შენ წახვალ ციხეში, ან ასე ნელნელა, დინჯად, იქიდან, აქედან, მოზომილი მუქარით, შევიწროვებით, მაგისი ახლობლების და ნათესავების ძებნა-აწრიალებით უნდა მიაწვე და ამოიღო შენი ნაშრომი თანხები, თან ამ თანხებზე მეტი პროცენტი გაქვს გადახდილი ამ დაკვეთების შესრულების გამო აღებულ კრედიტებში.
4. ინერტულობის და უპასუხისმგებლობის გამო ძალიან ჭირს ქმედუნარიანი კადრების მოძიება, რომ დაასაქმო. არადა ზუსტად ქმედუნარიან და საკუთარი საქმის მოყვარულ კადრებზეა დამოკიდებული საქმის ეფექტურობაც და მათი ხელფასის ზრდაც. ვისაც მოიაზრებ, მათ უკვე აქვთ მაღალანაზღაურებადი სამსახურები და უბრალოდ ვერ შეძლებ შენსკენ რომ გადმოქაჩო იმდენის გადახდას ხელფასად. ვინც თავისუფალია და უმუშევარი - არაფრის გაკეთების სურვილი და უნარი არა აქვს. ზის მთელი დღე დოყლაპიასავით, ბუსავით გიყურებს თვალებში და თუ თავზე არ დაადექი, თუ არ მიუთითე ყველა ნაბიჯზე რა და როგორ გააკეთოს, არაფრის გამკეთებელი არაა.
5, 6, 7 და ასე შემდეგ. უამრავი მიზეზია, რის გამოც ჩვენ ამდენი ათასწლეულის განმავლობაში ვერ შევქმენით ძლიერი სახელმწიფო და თუ გვქონდა გამონათებები, ვერც შევინარჩუნეთ და განვავითარეთ. ასე იქნება მომავალშიც. ხასიათი, გენეტიკა არ გვაძლევს საშუალებას განვვითარდეთ და არც შეცვლა გვინდა. რა აღარ გადაუტანია საქართველოს, მაგრამ არასოდეს, არაფერს არ გამოუწვევია ჩვენში ცვლილების სურვილი... ვერ გახდა გარდატეხის და სასიკეთო ცვლილებების მაპროვოცირებელი ჩვენში ვერც ერთი ჩვენს თავზე დატრიალებული ამბავი. ვერც კარგი და ვერც ცუდი....
... და როდესაც ამ ქვეყანას გამონათებები ჰქონია, მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების დამსახურებით. ამ პიროვნებების სიკვდილის მერე კი ისევ უკუსვლა, მიღწეულის განადგურება/განიავება და ისევ განავალში ტივტივი. ესაა ჩვენი ყოფა.
This post has been edited by AraGviani on 17 Oct 2017, 11:35