
იმედია გამოჩნდება, ცოდოა.
ისე პოლიციაში გათრევენ მაგრად, ახსნა-განმარტებები და რამე

რამდენიმე თვის წინ მეტროთი ვმგზავრობდი და ვიღაც ტიპს ჩანთა დარჩა ვაგონში, რო გავიდა.
დიდუბეში.
უკვე დაძრული იყო მატარებელი, ვიღაცამ რო თქვა ჩანთა დარჩაო.
ხო და შემეცოდა, ნეტა რა უდევს მეთქი და ღრმაღელის მეტროში ჩამოვედი და ეს ჩანთა მივუტანე მეტროს პოლიციელს, ტიპს დარჩა და გქონდეთ მეთქი
და ამან დიდუბეში თუ ჩამოვიდა, დიდუბის მეტროს პოლიციაში უნდა მიიტანოო, დაეზარა თვითონ.
კაი მეთქი და დავბრუნდი დიდუბეში.
მივედი იქ მდგარ პოლიციელთან და ესე და ესე მოხდა მეთქი.
მაგრად გაუტყდა ამასაც, ღრმაღელის პოლიციელს გამზრდელი შეაგინა, ჩვენ შემოგვტენაო და ბუზღუნით წამიყვანა ოთახში, ახსნა განმარტება უდა დაწეროო.
მეთქი ხუთი წუთის თემაა, დავწერ რო ვიპოვე და მორჩა.
მოვუყევი როგორც იყო და მეუბნება კიდე ვიღაც უნდა მოვიყვანოთ და იმის თანდასწრებით გავხსნათ ჩანთაო.
ერთი 10 წუთი ამ ვიღაცის მოყვანას დაჭირდა.
მოიყვანეს, გახსნეს და რაღაც მაისური და საჭმლის ცარიელი კონტეინერი იყო.
ეხლა ოქმი უნდა შევადგინოთო და დაიწყო წერა წუთში ხუთი სიტყვის დაწერის სიჩქარით, დავიტანჯე რასაც ქვია.
თან მეუბნება, ეხლა უნდა დავლუქოთ და უნდა დაესწროო.
მეთქი მეჩქარება და არაო, უნდა დავლუქოთო და მოიტანა ნემსი და ძაფი.
და საკონტაქტო ტელეფონს რო იწერდა, 577 777 -ზე იწყება ჩემი ნომერი და რო ვუთხარი, ვაა, ჩვენთან ხო არ მუშაობ სისტემაშიო.
და არა, მაგრამ ისეთმა კაცმა დამითრია ეს ნომერი ვერ გეტყვით სახელს და ეხლა მაგრად მეჩქარება და საქმე არ გამიფუჭოთ, თორე მეც შევაწუხობ ხალხს და ესე უაზროდ დაყოვნებისთვის პრობლემები არ შეგექმნათ მეთქი და გამომიშვეს

მოკლედ ეს პოლიცია ყველაფერს აკეთებს რო არ ითანამშრომლო.
სახეს გახევენ ახსნა-განმარტების დაწერაში.
Mens sana in corpore sano...