https://www.forbes.com/sites/sallysatel/201...s/#86d25c6f43f2ადამიანები ეწევიან ნიკოტინისთვის, მაგრამ კვდებიან კუპრით.
ნიკოტინი სულაც არ არის ისეთი საზიანო როგორსაც მედია გვიხატავს. სიგარეტი იწვევს კიბოს, მაგრამ არა ნიკოტინი..
საინტერესო სტატიაა
ცნობილია, რომ სუფთა ნიკოტინის ერთ წვეთს ცხენის მოკვლა შეუძლია. დიდი ხნის განმავლობაში ეს კავშირი ადამიანისთვის საზიანოდ მიიჩნეოდა. თუმცა, ბოლო 20 წლის განმავლობაში კვლევებმა ნიკოტინის საოცარი თვისებები დაგვანახა. ეს ნივთიერება შესაძლებელია გამოიყენო ალცჰაიმერის, პარკინსონისა და შიზოფრენიის მკურნალობისას.
ზემოთ ჩამოთვლილი უნარების გარდა, ნიკოტინს სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს, რომლებიც სხვადასხვა გამოკვლევების დროს გამოვლინდა. ასეთი იყო:
ნიკოტინი და ნორნიკოტინი ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნას, რაც შესაძლოა სიგარეტის ბოლის სხვადასხვა კომპონენტებმა გამოიწვიოს.
ნიკოტინი გარკვეულწილად თრგუნავს ნარკოტიკებისკენ მიდრეკილებას. შესაძლებელია, ნიკოტინის ასეთი თავისებურებები სასარგებლო აღმოჩნდეს ნარკოდამოკიდებულებისგან თავის დაღწევის ეფექტიანი საშუალებების ძიებაში.
ნიკოტინს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. კერძოდ, ცნობილია, რომ ნიკოტინს შეუძლია ანტიდოტობა გაუწიოს რიცინს, რომელიც ორგანიზმში ბევრ ანთებით პროცესს იწვევს.
ნიკოტინი აზროვნების პროცესს აჩქარებს და ამაღლებს გონებრივ შესაძლებლობებს.
ნიკოტინი დადებითად მოქმედებს პარკინსონით დაავადებულ ადამიანებზე. ასეთი ეფექტის წყალობით, სამომავლოდ, ნიკოტინზე დაყრდნობით, პარკინსონის სამკურნალოდ და დაავადების პროფილაქტიკის მიზნით იგეგმება ეფექტიანი საშუალების შექმნა.
ნიკოტინი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ჭრილობის მოშუშებისთვის და შაქრიანი დიაბეტისას სისხლძარღვოვანი დარღვევების სამკურნალოდ.
ნიკოტინი ამცირებს მადას, რაც შესაძლებელია გამოიყენო ჭარბი წონისა და სიმსუქნის მკურნალობის დროს.
თითქმის არცერთი მწეველი არ ავადდება ტუჩის ჰერპესით. შესაძლოა, ნიკოტინი დამღუპველია ჰერპესის ვირუსისთვის.
დადგენილია, რომ მწეველთა შორის წყლულოვანი კოლიტით დაავადებულთა გაცილებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე არამწეველთა შორის.
ნიკოტინის თვისობრივი კვლევა: სირთულეები, რომლებსაც მეცნიერები აწყდებიან
აღსანიშნავია, რომ ნიკოტინის თვისობრივი შესწავლა მარტივი არ არის. ძირითად შემთხვევებში ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ნიკოტინის მომხმარებელთა უმრავლესობა მწეველები არიან და მოწევა ნეგატიურ გავლენას ახდენს ორგანიზმზე.
მას მერე, რაც ნიკოტინის პლასტერებისა და საღეჭი რეზინების გამოყენება დაიწყო, მეცნიერების წინ ნიკოტინის სრულიად განსხვავებული თვისებები გაიშალა, რომლებიც მედიცინისთვის შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს. კერძოდ, ნიკოტინის დადებითი თავისებურება, რომელიც წყლულოვანი კოლიტისას იჩენს თავს, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში აღმოაჩინეს. ამავდროულად, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სუფთა ნიკოტინის მიღება მხოლოდ მოკლევადიანი კურსებით არის დაშვებული, ვინაიდან მისმა მუდმივმა მოხმარებამ შესაძლოა მთელი რიგი არასასურველი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.
შაქრის დიაბეტით დაავადებულების მოხალისეთა დიდ ჯგუფზე ჩატარებული გამოკვლევების წყალობით, მეცნიერებმა დაადგინეს ის ფაქტი, რომ ნიკოტინი დადებითად მოქმედებს სისხლძარღვთა სისტემაზე შაქრიანი დიაბეტის დროს.
არც ისე დიდი ხნის წინ, დიუკის უნივერსიტეტში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოწევა ხელს უწყობს სისხლში დოფამინისა და სეროტონინის კონცენტრაციის გაზრდას და ადამიანს ეხმარება გაუმკლავდეს არა მხოლოდ სტრესს, არამედ დეპრესიასაც.
http://bpi.ge/nikotinis-sasargeblo-tvisebe...amde-ar-icodit/