1.ერთ ელემენტიანი მოდი დაგჭირდება(ბევრად პატარა და მსუბუქია ორ ელემენტიანთან შედარებით).მაგალითად smok-ის ფირმის რამე.მე G-PRIV BABY მაქვს.
ორ ელემენტიანი ზაფხულში არაპრაქტიკული სატარებელია.დიდია,მძიმეა და შორტს ჩაგაძრობს
2.MTL ტიპის -ანუ სიგარეტის ნაპასიანი ავზი,რომელიც ერთ სპირალზე მუშაობს(ერთი სპირალი ბატარეას ნაკლებად აჯენს) და არა ქარხნულ ქოილზე(შენი ხელით რომ დაუყენებ სპირალს და ბამბას,ბევრად იაფი გიჯდება,ქარხნულ ქოილს არ აქვს დიდი მუშაობსი რესურსი და ძვირია).ასეთი ერთ სპირალიანი ბაკი მაქვს AMMIT-ის და მომწონს,ცოტას წვავს.სითხეს არ აქცევს და გემოც კაი აქვს.
ხარჯს რაც შეეხება,ბამბა 5 ლარი ღირს და 1 წელი გეყოფა ასეთ ბაკზე,ეს ყოველთვიურ ხარჯებში არ გადის,ერთხელ ყიდულობ და მთელი წელი გაქვს.
სპირალი თვეში 2 ცალი დაგჭირდება(2 ცალის ფასი 5-6 ლარი).
სითხე 20-30 ლარის ,გააჩნია როგორი მწეველი ხარ.
ერთი თვე 40-45 ლარის მასალა მჭირდება ელექტრო სიგარეტისთვის.
სიგარეტი სანამ გაძვირდებოდა 200 ლარის არ მყოფნიდა თვეში(ხან ქემელი,ხან მარლბორო),დღევანდელ ფასებზე ალბათ მინიმუმ 400 ლარისას მოვწევდი.
თვეში თითქმის 10 ჯერ იაფი ჯდება ელექტროზე გადასვლა,პლიუს ნაკლებად აფუჭებ ორგანიზმს და არ ყარხარ.
ფეისბუქის ჯგუფებში იაფად ყიდიან ხოლმე ვისაც არ ჭირდება ასეთ მოდებს და ბაკებს,სიგარეტის ნაპასიანი ბაკი და მოდი წესით კი უნდა იშოვო მანდ ასე 100-120 ლარის ფარგლებში,თავისი ელემენტით.სახარჯი მასალის ფასები ზემოთ დავწერე.
სიგარეტი არ ჩაანაცლო პოდით,სალტ ნიკოტინზე რომელიც მუშაობს,ძალიან დამოკიდებულს გაგხდის,უფრო და უფრო მოგინდება ნიკოტინის დოზის გაზრდა.დოზას რო ვერ გაზრდი მერე ბევრს ეწევი,ხელიდან აღარ გააგდებ.მაგის ქოილებიც ძვირია და სითხეც.
ახალ გაღვიძებულზე ნაპასს დაარტყავ და თავბრუს ხვევა და მოთენთილობა იცის.ჩაქუჩივით ურტყავს თავში,ისე მალე გადადის ტვინში სალტ ნიკოტინი.
This post has been edited by giorgevich23 on 30 Jun 2020, 04:53