საბანკო საქმიანობა მევახშეობის ნაწილში ეს არის ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა, ეს არსი ქვეყნის პარაზიტი, რომელიც აფერხებს და აღარიბებს მოსახლეობას და ქვეყნის განვითარებას.
რაც უფრო განვითარებულია საბანკო სისტემა ქვეყანაში და რაც უფრო მეტი სესხის გაცემა ხდება ბანკების მიერ ხალხზე, მითუ უფრო კატასტროფულად მოქმედებს ეს ქვეყანაზე და მოსახლეობაზე.
ეს არის ორჯერ ორი და ვისაც ამ ყველაფრის დანახვა არ უნდა, ის ან საერთოდ ვერ ერკვევა ვერაფერში და არც სურვილი აქვს გაერკვიო, ან მიზანმიმართულად აპრავებს ამ სიმახინჯეს.
გლეხურ ენაზე რო ვთქვათ, როც უფრო მეტი მოქმედება ხდება ქვეყნის შიგნით, მით უფრო ვიტარდება ქვეყანა და ეკონომიკა, ვინაიდან ყველა მოქმედებას გარკვეული სარგებელი და განვითარებისკენ გადადგმული ნაბი მოაქვს.
თუ ქვეყანაში იცხობა ბერი პური ეს კარგია, თუ ქვეყანაში იწარმოება ბევრი ტრაქტორი ეს კარგია, თუ ქვეყანაში ხორციელდება ბევრი შეკვეთა რაიმე სამუშაოს შესრულებაზე ეს კარგია, ერთი სიტყვით რაც მეტად მოძრაობს ქვეყანა და ბევრი მოქმედაბა სრულდება ქვეყანაში, ეს არის ძალიან კარგა, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, რად დროსაც სედეგი არის საპირისპირო. ეს არის ბანკების მუშაობა, მათი სესხები და ა.შ.
რაც უფრო მეტ მოქმედებას გააკეთებს ბანკი, მით უფრო აღარიბებს მოსახლეობას, მით უფრო ანადგურებს ქვეყნის განვითარებას და მით უფრო მეტი პარაზიტული შედეგი დგება ქვეყნისთვის ბანკის მიერ მიყენებული.
ვინაიდან, ნებისმიერი ბანკის მოქმედებისას არანაირი სარგებელი და არანაირი დადებითი სამუშაოს შესრულება არ ხდება, მაგ დროს ხდება ერთადერთი რამ, მოსახლეობაზე და სახელმწიფოზე დამატებითი ვალდებულების შექმნა. ანუ ვალდებულება იქმნება, მაგრამ სასარგებლო სამუშაო ფაქტიურად არაფერი არ განხორციელებულა. და ეს ვალდებულებები იზრდება და იზრდება პროგრესიით.
რაც უფრო მეტ მოქმედებას აკეტებს ბანკი და რაც უფრო განვითარებულია, მით უფრო მეტ ვალდებულებას ქმნის და ამას საბოლოოდ განადგურებისკენ მიყავს ქვეყანა.
ეხლა იტყვიან ევროპაშიც არის ბანკები და იქ რატო ხდება პირიქითო?
ევროპაშიც ზუსტად იგივე უარყოფითი შედეგი მოაქვს მოსახლეობისთვის ბანკებს, მაგრამ იქ ეს არ იგრძნობა, ვინაიდან იქ ხალხი ძალიან მდიდარია (რაც სულ სხვა თემაა) და ბანკების ეს ქმედება ქვეყანას და მოსახლეობას იმდენა არ ეტყობა.
რა საკვირველია, იქაც მინიმუმამდე რო იქნეს დაყვანილი ბანკები მუშაობა, ევროპელების ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო გამდიდრდებიან
ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა გამდიდრდება, რათქმაუნდა არა, ვინაიდან ფული ჰაერიდან არ მოვა დამატებით, აქ საუბარია იმაზე, რომ შედარებით დაბალი ფენა უფრო გამდიდრდება, ხოლო შედარებბით მაღალი ფენა უფრო გაღარიბდება და ბალანსი უფრო დაცული იქნება რაც ჩემი აზრით კარგია და მასეც უნდა ვითარდებოდეს ქვეყნები.
მაგრამ ძლიერნი ამა სოფლისა მასე არ ფიქრობენ და ზუსტად მაგათი მიზანია, რომ ბანალსი რაც შეიძლება მეტად იყოს დარღვეული, მდიდარი კიდევ უფრო უნდა გამდიდრდეს, ხოლო შედარებით ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდეს. აი ამას ემსახურება და ეს შედეგი მოაქვს ბანკების საქმიანობას.
ამიტომ გაჭირვებულ გაღატაკებულ საქართველოში ბანკების ესეთი მოღვაწეობა საგრძნობლად აფარჩეკებს ამ ქვეყანას,და ამ ყველაფერს უფრო თვალსაჩინოს ხდის. ევროპულ ქვეყნებშიც ხდება ეს პროცესი მაგრამ იქ ჯერ ეს თვალსაჩინო არაა, მაგრამ ეკონომისტები და ჭკვიანი საზოგადოება ხვდება და გრძნობს ამას. ახლო წარსულში იყო უკვე რამდენიმე კრიზისი და ახლო მომავალშიც მოხდა იგივე, ოღონდ უფრო მწვავე ფორმებში
პ.ს. ამ საბანკო სისტემას თუ არ მოუგრიხეს კისერი და ეს მსოფლიო ბანკირები თუ არ გაანეიტრალეს, მალე მთელი მსოფლიო მათი მონა გახდება და ბევრი არაფერი აღარ უკლია მაგ მდგომარეობას.
21 საუკუნეა და თავისთავად ხალხი ფხიზლდება ნელნელა და ხვდება ამ საყოველთაო აფიორას, რაც ბანკირებმა მოახვიეს მსოფლიოს და ზუსტად მაგიტომ ჩქარობენ რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მსოფლიოს ციფრულ ფულზე გადასვლა, ჩიპიზაცია და ა.შ. რომ ხალზე საბოლოოდ აიღონ სრული კონტროლი და მერე გინდა გამოფხიზლებულან გინდა არა, მათვის უკვე არანაირი საფრთხის შემცველი ეგ აღარ იქნება