აგერ ბატონო ცხელ-ცხელი "გაპრავება" ქიუნეტელი ოლიგარხისგან... თქვენ კიდევ იძახით არგუმენტები არ აქვთო...
"""მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული,საქართველოს არაერთი მოქალაქე ფინანსურიპირამიდის მსხვერპლი გახდა. ამიტომ,შეშინებული ადამიანები ქსელურ მარკეტინგსაც ეჭვით უყურებენ, თუმცა თუკი დეტალებს ჩავუღრმავდებით, აღმოჩნდება, რომ ქსელური მარკეტიგი – არც მეტი, არც ნაკლები – კმაყოფილმომხმარებელზეა ორიენტირებული, სადაც წაგებული არავინაა. შესაბამისად, ქსელური კომპანიები, ფინანსური პირამიდისგან განსხვავებით,ყველა კონტინენტზე კანონით დაშვებულია. მეტიც, დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში 7ათასამდე წარმატებული ქსელური კომპანიაა, რომელშიც მილიონობით ადამიანია ჩართული. „ქსელურ მარკეტინგს ჩემი ცხოვრება მივუძღვენი და ეს მხოლოდ ასტრონომიული დრო კი არა ,პიროვნული ღირსებაცაა, რომელიც ძალიან ფასეულია. ქსელური მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ ადამიანს, შეუძლია, კმაყოფილი მომხმარებელი იყოს, პარალელურად,დამატებითი შემოსავალიც გაიჩინოს და სამომხმარებლო ბაზრის ათვისების ხელოვნებასაც დაეუფლოს, ანუ პიროვნებას, რომელსაც არასოდეს არც ბიზნესი უკეთებია და არც რამე გაუყიდია,ვთქვათ, ჩვეულებრივ დიასახლისსაც კი, ქსელური მარკეტინგის წყალობით, შესაძლებლობა აქვს,სერიოზულ ფინანსურ წარმატებაზე გავიდეს… ქსელურ მარკეტინგს სოციალური დანიშნულება აქვს,რომელიც სწორ და წიგნიერ ფინანსურ აზროვნებას აყალიბებს. ამასთან, ადამიანი სწავლობს, თუ როგორ გახდეს წარმატებული და ეს ძალიან ფასეულია, რადგან ასეთი სწავლება ძალიან უნივერსალურია და წარმატების მიღწევის ეს პრინციპები ნებისმიერ სფეროში მუშაობს. ერთისიტყვით, ქსელურ მარკეტინგში, ფინანსური პირამიდისგან განსხვავებით, წაგებული არავინაა“, –ამბობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი შელია, რომელიც თერაპიის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტში, აკადემიკოს ყიფშიძესთან, 30 წელი მუშაობდა და გაჯანსაღების ალტერნატიული სისტემებით იმთავითვე იყო დაინტერესებული.
გიორგი შელიას განმარტებით, ქსელურ მარკეტინგს საფუძვლად ადამიანის მიმართ ადამიანის რჩევა-რეკომენდაცია უდევს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქსელური ინდუსტრია, იდეაში, ოდითგანვე არსებობს, თუმცა თანამედროვე ქსელური მარკეტინგისა და კიდევ ერთი ინდუსტრიის – ველნესის იდეის, ასე ვთქვათ, ჩანასახი, გნებავთ, წინაპირობა მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში გაჩნდა. ყველაფერი კი, ჩინეთში მდებარე საკონცენტრაციო ბანაკში დაიწყო, სადაც ამერიკელი კარლ რენბორგი ჩინეთის სათავეში გენერალ ჩან კაიშის მოსვლის შემდეგ მოხვდა. სხვათა შორის, ტყვეობამდე, 12 წლის განმავლობაში, რენბორგი ჩინეთში მოქმედ ამერიკულ ნავთობ და გემთმშენებელ კომპანიებში მუშაობდა და ჯანმრთელ კვებაში ვიტამინების როლზე ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდა.
„მოგეხსენებათ, ციხის საკვები არათუ უვარგისი, არამედ, ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც მავნეა. ამიტომაც, პატიმრებს თითქმის ერთი და იგივე პრობლემა აწუხებდათ, მაგალითად, ძლიერი სისუსტე… კბილები სცვიოდათ. რენბორგი, რომელიც ძალიან საინტერესო და მრავალმხრივ განათლებული ადამიანი გახლდათ, მიხვდა, რომ გადარჩენისთვის ვიტამინები და სხვა ისეთი აუცილებელი ელემენტები იყო საჭირო, როგორიც, მაგალითად, რკინაა. რენბორგმა გამოსავალი იპოვა – დაჟანგებული ლურსმნის ნაქლიბ ნაწილაკებს ციხის საჭმელს ამატებდა. მერე, საკონცენტრაციო ბანაკის მცველები მოისყიდა და ტყიდან სხვადასხვა ბალახის მოტანა სთხოვა, რომელსაც, ასევე, საჭმელში ურევდა. ყველაფერ ამით, რენბორგმა და სხვა პატიმრებმაც, ვინც მისი რჩევა გაითვალისწინეს, სიცოცხლე შეინარჩუნეს და ტყვეობასაც თავი დააღწიეს. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ, 1927 წელს, რენბორგმა ხელი სხვადასხვა საკვები დანამატის შექმნას მიჰყო და ეს, ასე ვთქვათ, პრეპარატები ნაცნობ-მეგობრებს უფასოდ დაურიგა, რომ მათი შთაბეჭდილება გაეგო, მაგრამ ვიტამინები არავინ გასინჯა… მოკლედ, რენბორგი მიხვდა, რომ უფასო არაფერი ფასდება. ამიტომ, ამჯერად ახლობლებს ვიტამინები მიჰყიდა და პოზიტიურმა შედეგმაც არ დააყოვნა: ადამიანებმა არათუ დალიეს, არამედ, სასარგებლო დანამატებზე ინფორმაცია სწრაფადაც გაავრცელეს და… ახალი პროდუქტი ისეთი მოთხოვნადი გახდა, რომ რენბორგი მის დამზადებას და საინფორმაციო მუშაობას ვეღარ აუდიოდა. აი, სწორედ მაშინ ყოფილ ტყვეს და მის მეუღლეს გენიალური იდეა გაუჩნდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველა ადამიანი, ვინც საკვებ დანამატზე ინფორმაციას სხვას მიაწვდიდა და ამას საქონელბრუნვა მოჰყვებოდა, ამის სანაცვლოდაც ფულად ჯილდოს, ანუ საკომისიოს მიიღებდა… ასე დაიბადა თანამედროვე ქსელური ინდუსტრია,» – ამბობს გიორგი შელია.
1934 წელს, რენბორგმა კომპანია California Vitamins ჩამოაყალიბა, რომლის საქონელბრუნვამაც, ყოველგვარი სატელევიზიო რეკლამის გარეშე, მალე 7 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ წარმატების საიდუმლო კი, მარტივად გენიალური იყო: კომპანიის თანამშრომლები სამუშაოდ ახალბედებს იწვევდნენ, მათ პროდუქციაზე აუცილებელ ინფორმაციას აცნობდნენ და საკუთარი ქსელის აწყობას სთავაზობდნენ. ამასთან, კომპანიის ყველა დისტრიბუტორი შემოსავალს მხოლოდ პირადი გაყიდვებიდან კი არა, მის მიერ პირადად მოწვეული დისტრიბუტორების თითოეული შესყიდვიდანაც იღებდა… ასე შეიქმნა ე.წ. ერთდონიანი მარკეტინგი, რომელმაც დროთა განმავლობაში ევოლუცია განიცადა და მრავალდონიან (Multi Level Marketing) მარკეტინგად გადაიქცა.
ქსელური მარკეტინგის განვითარების შემდეგი ეტაპი რიჩ დე ვოსსა და ჯეი ვან ენდელს უკავშირდება, რომლებმაც 1959 წელს, რენბორგის სტრუქტურაში ათწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, თავიანთი კომპანია American Way Corporation, ანუ AMWAY („ამერიკული გზა“) შექმნეს. სხვათა შორის, AMWAY მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ქსელურ კომპანიად ითვლება.
– ერთი სიტყვით, ქსელური მარკეტინგის, ასე ვთქვათ, ხერხემალი პროდუქტით კმაყოფილიადამიანია, რომელიც თანხას გამოიმუშავებს, სწორად გავიგე, არა? – ვეკითხები გიორგი შელიას.
– დიახ, დიახ, – მეთანხმება თანამოსაუბრე და დასძენს, – მაგრამ, ვინაიდან ამ ინდუსტრიას ბევრი არაკეთილსინდისიერი მიეტმასნა, ქსელური კომპანიები დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამიტომ, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ქსელურ კომპანია AMWAY-ის, თავისი ლეგალურობის დასამტკიცებლად, ოთხწლიანი სასამართლო პროცესი დასჭირდა და ამით მოხდა საბოლოო დეფინიცია, თუ რა არის ჯანსაღი ქსელური მარკეტინგი და რა – ფინანსური პირამიდა.
ფინანსური პირამიდები მე-16-მე-17 და შეიძლება, უფრო ადრეული საუკუნეებიდანაც არსებობს. მაგალითად, ცნობილია ფინანსური პირამიდები საფრანგეთში, ასევე, რუსეთში. აშშ-ში ფინანსური პირამიდების დევნა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო და ვაჭრობის კომისიის ფედერალური განყოფილების ცალკეულმა ჩინოვნიკებმა სცადეს, რომ კომპანია AMWAY-იც ფინანსურ პირამიდად გამოეცხადებინათ, მაგრამ მათი მცდელობა კრახით დამთავრდა – სასამართლომ ქსელური მარკეტინგი მომსახურებისა და პროდუქციის რეალიზაციის კანონიერ გზად აღიარა. ისე, უნდა ვიცოდეთ, რომ ფინანსური პირამიდა, რომელიც გარეგნულად, შეიძლება, ქსელურ მარკეტინგს ჰგავდეს, ადამიანისთვის ძალიან მავნებელია, ამიტომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში აკრძალულია.
– მსგავსებაში რას გულისხმობთ, ბატონო გია?
– იცით, ეს როგორაა? – ვთქვათ, ადამიანს ვირუსი რომ შეეყრება…
– უკაცრავად, ეს რა შუაშია?
– ვირუსი მოლეკულაა, რომელიც ადამიანის ჩვეულებრივ მოლეკულას ჰგავს. შესაბამისად, იმუნიტეტი ვერ ცნობს, ვერ ერევა და ამიტომ დაავადება ვითარდება. სხვათა შორის, კომპიუტერული ვირუსიც ასეთია – სასარგებლო პროგრამას ისე ძალიან ჰგავს, რომ ანტივირუსს მისი აღმოჩენა ზოგჯერ უჭირს და კომპიუტერში ცუდი პროცესები იწყება.
მოკლედ, ქსელური მარკეტინგისა და ფინანსური პირამიდის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ ქსელურ მარკეტინგში ყველა კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან არსებობს საბოლოო მომხმარებელი, რომელიც მაღალი ხარისხის საჭირო პროდუქტითაა უზრუნველყოფილი. ფინანსური პირამიდის დროს კი, მრავალი ადამიანის ზარალის ხარჯზე, კმაყოფილი მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრეა, რომელიც, ადრე თუ გვიან, გარკვეულ მომენტში შემოსულ თანხას ისაკუთრებს და უჩინარდება. ქსელური მარკეტინგი გულწრფელობაზეა აგებული, ფინანსური პირამიდა კი, პირიქით – არაგულწრფელობაზე; ქსელური მარკეტინგის დროს ადამიანები სიკეთეს თესავენ, ფინანსურ პირამიდას კი ძალიან ბევრი უსიამოვნება ახლავს. სხვათა შორის, ქსელური მარკეტინგი პიროვნებას არაჩვეულებრივად ანვითარებს, ფინანსური პირამიდის შემთხვევაში კი, შეიძლება, ფული უცებ იშოვო, მაგრამ ყველაფერი ძალიან მალე კრახით დამთავრდეს. ქსელური მარკეტინგის კომპანია შეიძლება, მრავალი ათეული და ასეული წელი არსებობდეს, ფინანსური პირამიდა კი რამდენიმე თვე, იშვიათად, რამდენიმე წელი არსებობს და იშლება.
მას შემდეგ, რაც განვითარება დაიწყო, ქსელურ მარკეტინგს უამრავი სისტემური თაღლითი თუ მაქინატორი აეტორღიალა, რადგან დაინახა, რომ ამ სფეროში დიდი რესურსია. ეს კი არადა, ქსელური მარკეტინგი, როგორც სპეციალობა, აშშ-ს უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლება. სპეციალური ფაკულტეტი საფრანგეთშიც არსებობს და რუსეთშიც პროფესიად აღიარეს.
– ქსელური მარკეტინგი საქართველოშიც ლეგალურია?
– მხოლოდ საქართველოში კი არა, ქსელური მარკეტინგი მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ლეგალურია, თუმცა ჩინეთში გარკვეული შეზღუდვა არსებობს, ანუ ქსელურ კომპანიას მხოლოდ ჩინური პროდუქციის გაყიდვა შეუძლია… ფინანსური პირამიდა კი ყველა ქვეყანაში, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, აკრძალულია.
– ფინანსური პირამიდა ქსელურ მარკეტინგს „ურტყამს“?
– კი არ ურტყამს, სახელს უტეხს და ქსელურ მარკეტინგზეც ისე მსჯელობენ, როგორც – ფინანსურ პირამიდაზე.
– ადამიანი როგორ უნდა მიხვდეს, რომ საქმე ფინანსურ პირამიდასთან კი არა, ქსელურმარკეტინგთან აქვს?
– თუ პრემიალური ანაზღაურება მოწვეული ადამიანის შემოტანილი თანხიდან კი არა, არამედ, მოწვეული ადამიანის მიერ შეძენილი პროდუქტის საქონელბრუნვიდან ხდება, ეს ნორმალურია და ქსელური მარკეტინგის სტანდარტებში ჯდება, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს პროდუქტი საჭირო და აქტუალური იყოს და, ხარისხიდან გამომდინარე, ადექვატური ფასიც ედოს. იმ შემთხვევაში კი, თუ პრემია პროდუქტის შესყიდვის გარეშე შემოტანილი თანხიდან (ე.წ. „ფულის ჩადება“) გაიცემა, ეს უკვე ფინანსური პირამიდაა. ასევე, ფინანსური პირამიდაა, სადაც ფიგურირებს ცრუ, ნაკლებად გამოყენებადი პროდუქტი აშკარად გაბერილი ფასებით. საერთოდ, რამდენიმე სახის ფინანსური პირამიდა არსებობს და ყველა აკრძალულია, თუმცა როგორც ვირუსს, ისე ფინანსურ პირამიდასაც ე.წ. შემგუებლობა ახასიათებს, ანუ კანონზე მორგების მცდელობაა და ამიტომ, ბოლო დროს ფსევდოპროდუქტების მქონე ფინანსური პირამიდები გამოჩნდნენ, რომლებიც ისეთ პროდუქტს ყიდიან, რომელიც ან არ გჭირდებათ, ან ვერასოდეს გამოიყენებთ, მაგალითდ, რეპროდუქციულ სურათს, რომელიც ორიგინალს ძალიან ჰგავს. საერთოდ, ფინანსური პირამიდები აქტიურად იყენებენ სწრაფი გამდიდრების ცრუ მოლოდინის შექმნის მეთოდს, ან კიდევ – ფსევდო სიმდიდრის ფლობის ილუზიას. ერთ ხატოვან შედარებას მოვიყვან: ვილნიუსის თავზე საჰაერო ბუშტით გადაფრენის შემდეგ, მე და ჩემს მეუღლეს გადმოგვცეს ვილნიუსის მემამულის სიმბოლური წოდება და სერთიფიკატი. ასე რომ, ჩვენ ვილნიუსის მიწების მფლობელებად ვითვლებით, ოღონდ ვიდრე – ჰაერში ვართ… ზუსტად ასეთი ჰაერია ფინანსური პირამიდების შეთავაზებები ადამიანთა უმეტესი ნაწილისთვის!
საერთოდ, ბოლო დროს ბაზარზე პროდუქტის წამოწევის ორი სისტემა ჩამოყალიბდა: აქედან ერთი ტრადიციული მეთოდია, ანუ როცა დიდი რაოდენობით პროდუქტი შემოგაქვს და ამის შესახებ ხალხმა მედიასაშუალებებით უნდა გაიგოს. საბჭოთა კავშირის დროს, კომპანიასა თუ ფირმას რეკლამა არ სჭირდებოდა, რადგან საქმე ასარჩევად არ გვქონდა. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში კი, უამრავი არჩევანია და ადამიანი უპირატესობას იმ პროდუქტს ანიჭებს, რომელიც შეიძლება ჯერ არ გამოუცდია, მაგრამ, რადგან მისი რეკლამა წამდაუწუმ „ტრიალებს“, ფიქრობს, თუკი მწარმოებელს რეკლამის ფული აქვს, მთლად გაუბედურებული არ იქნება და სხვა უცნობ მწარმოებელს ემჯობინებაო, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, ცოცხალ რეკომენდაციას ვეძებთ, ანუ გამყიდველს ვეკითხებით, გამოგიცდია და თუ იცი, როგორია, ხშირად ყიდულობენო? პროდუქტების წინ წამოწევის მეორე, შედარებით ახალი სისტემა სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება, ანუ პირად რეკომენდაციებზეა აგებული. ასეთ შემთხვევაში, რეკლამისთვის გამოყოფილი თანხა სარეკლამო სააგენტოებს კი არ ამდიდრებს, არამედ, იმ ადამიანებზე გადანაწილდება, რომლებიც რეკომენდაციებს გასცემენ. ამ მეთოდს ბევრი უპირატესობა აქვს და ქსელური მარკეტინგიც ამ სისტემას იყენებს. ისე, ნებისმიერი მეთოდის შემთხვევაში, რეკლამისთვის კომპანიები ძალიან დიდ თანხას ხარჯავენ…
– დიახ, ასეა: მაგალითად, „კოკა-კოლა“ თავისი მოგების ლამის ნახევარს რეკლამაში „აბანდებს“…
– „კოკა-კოლას“ ძალიან პროფესიული რეკლამები აქვს და რამდენჯერაც შეეცადა, რომ რეკლამა შეეჩერებინა, სერიოზული ზიანი მიიღო.
სხვათა შორის, ტრადიციულ სატელევიზიო რეკლამას საქმიანად მაყურებლის 5-დან 15-პროცენტამდე თუ უყურებს, ანუ მხოლოდ 5 პროცენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ პროდუქტი გასინჯოს.
– იმის თქმა გინდათ, რომ ის მილიონები, რაც რეკლამაში „იდება“, მხოლოდ 5 პროცენტისთვისიხარჯება?
– არა. როგორც გაირკვა, ეს ხუთი პროცენტი საზოგადოებაში თავის აზრს ავრცელებს, თუმცა ამაში ფულს არავინ უხდის. ქსელურ მარკეტინგში კი, კმაყოფილი კლიენტები, თავიანთი რეკომენდაციების გავრცელებაში, რასაც საქონელბრუნვა მოჰყვება, ანაზღაურებას იღებენ. აღსანიშნავია, რომ კმაყოფილი ადამიანი თავის აზრს, საშუალოდ, ორ-სამ პიროვნებას უზიარებს, უკმაყოფილო კი – 9-11-ს. აქედან გამომდინარე, თუკი ქსელური მარკეტინგის კომპანიას, თუკი ბაზარზე რამდენიმე წელი არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად კარგი, ან საუკეთესო პროდუქტი აქვს. სხვანაირად ის ვერ იარსებებდა.
რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთი ქსელური კომპანია ტრადიციულ მედია-რეკლამასაც მიმართავს, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ პირადი რეკომენდაციების სკოლა სუსტია და, რაც მთავარია, პროდუქციის ხარისხიც უმაღლესი სტანდარტების არაა, რაც სათანადო საქონელბრუნვას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ, იძულებულნი ხდებიან, მიმართონ ტრადიციულ რეკლამას. ეს კი, რეკლამისთვის გამოყოფილ თანხას, თავის მხრივ, ორად ჰყოფს – მოზრდილი ნაწილი სარეკლამო სააგენტოებს მიაქვთ და, შესაბამისად, კმაყოფილ მომხმარებლებს გაღებულ რეკომენდაციებში კაპიკებს უხდიან.
– ქსელური კომპანიები, როგორც ბიზნესის სახეობა, მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებშია გავრცელებული?
– არა, განვითარებადშიც, თუმცა თავდაპირველად აშშ-ში, კანადასა თუ იაპონიაში იბარტყა. სხვათა შორის, იაპონიაში პირად, ანუ ცოცხალ რეკომენდაციას მოსახლეობის იმდენად დიდი ნაწილი ენდობა, რომ პროდუქტების და მომსახურების 90 პროცენტის შესყიდვა სწორედ ამ პრინციპით ხდება. ქსელური მარკეტინგის უპირატესობაც ხომ სწორედ პიროვნული ნდობაა.
ერთი საინტერესო სოციალური გამოკითხვის შესახებაც გეტყვით, რომელიც ევროპის ორ შედარებით იზოლირებულ რეგიონში ჩაატარეს: ორივეგან ახალშექმნილი კოსმეტიკური საშუალება შეიტანეს, თუმცა ერთგან საკაბელო ტელევიზიით „გაარეკლამეს“, მეორეგან – პირადი რეკომენდაციით, ანუ ქსელური მარკეტინგის პრინციპით. თავდაპირველად, ცნობადობის კუთხით, სატელევიზიო რეკლამამ იმუშავა, თუმცა თანდათან, საქონელბრუნვაში პირადმა რეკომენდაციამ აჯობა.
– ბატონო გია, ზოგს ქსელური მარკეტინგი ერთგვარი სექტა ჰგონია…
– ასეთი სულელური შეხედულება ადრე უფრო არსებობდა, მაგრამ სექტა რელიგიური გაერთიანებაა, ქსელური მარკეტინგი კი, აბსოლუტური ეკონომიკაა და მეტი არაფერი! მოკლედ, ასეთ რაღაცებზე, უბრალოდ, გვეცინება!
– ქსელურ მარკეტინგში ჩართვა ნებისმიერი ეროვნების, აღმსარებლობის, პოლიტიკური დასექსუალური ორიენტაციის ადამიანს შეუძლია?
– რა თქმა უნდა. ასეთი შეკითხვა არც უნდა ისმებოდეს. მამაჩემი ტრადიციულ ბიზნესში რომ მოღვაწეობდა, ქართველების გარდა, საქმე სომხებთან, ებრაელებსა და აზერბაიჯანელებთანაც ჰქონდა. ესეც იგივე და ჩვეულებრივი ბიზნესია. საერთოდ, ჩვენ ასეთ თემებზე აქცენტს არ ვაკეთებთ, რადგან არის თემები, რაც ადამიანებს აერთიანებს და არის თემები, რაც ჰყოფს. სხვადასხვა შეხედულების გამო თუ გავიყოფით, ერთი გუნდი ვერ ვიქნებით. არადა, ქსელური მარკეტინგის ერთ-ერთი პრინციპი სწორედ გუნდურობაა…
გახსოვდეთ: ქსელური მარკეტინგი ფინანსური პირამიდა არაა, ქსელური მარკეტინგი ფინანსური შემოსავლის გენიალურად მარტივი ინდუსტრიაა!"""
https://www.facebook.com/groups/14845866482...29301387088355/