აახსნევინე ერთი...
თვითონ მანდ "მუშაობა", რომ დაეწყო რა "დაუჯდა"? რეგისტრაციის 50 ლარი + ??? (იყიდა რამე ჩასართავად და ა.შ.)...

რაღაც ვაუჩერებს ყიდულობენ რასაც ვუყურებ ამ წუთას...

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.1 დილერის გენეალოგიურ ხაზის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე წარმოქმნილი ბიზნესქულების ბალანსის შესაბამისი საკომპენსაციო თანხა განისაზღვრება დარიცხული - 50 (ორმოცდაათი)ლარის ოდენობით.
6.2 საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სისტემა დაითვლის დილერის გენეალოგიური ხაზის მარცხენა და მარჯვენა მხარეებზე ქვემდგომ დილერთა მიერ ნაყიდი ვაუჩერების შესაბამის ბიზნესქულების რაოდენობას და ყოველ დაბალანსებულ ბიზნესქულაზე კომპანია დილერს აუნაზღაურებს 50 (ორმოცდაათი) ლარს, დარიცხვისა და დაანგარიშების სხვა პირობების გათვალისწინებით.
6.4 პლატფორმის აბრევიატურა სისტემაში, შესაბამისი ბიზნესქულების მნიშვნელობა და ვაუჩერის ღირებულება დგინდება შემდეგნაირად:
6.4.1 1 პლატფორმა - (BASIC-1BP) – 1 ბიზნეს ქულა - 1000 (ერთი ათასი) ლარიანი ვაუჩერი;
6.4.2 5 პლატფორმა - (STANDARD – 5BP) 5 ბიზნეს ქულა - 5000 (ხუთი ათასი) ლარიანი ვაუჩერი;
6.3 საანგარიშო პერიოდის ბოლოს ლიმიტამდე დაუბალანსებელი ბიზნესქულები შესაბამისი მხარიდან (მარცხნივ ან მარჯვნივ) გადავა მომდევნო საანგარიშო პერიოდში.
მაგალითი: თუკი საანგარიშო პერიოდში მარცხენა მხარეს დაგროვდა 5 ბიზნესქულა , ხოლო მარჯვენა მხარეს - 7 ბიზნესქულა, ამ შემთხვევაში დილერის ბალანსი შეადგენს ხუთს. შესაბამისად, კომპანიის მიერ დილერისათვის ასანაზრაურებელი კომპენსაცია შეადგენს დარიცხულ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს, ხოლო მარჯვენა მხარის დაუბალანსებელი ნაშთი- 2 ბიზნესქულა - გადადის შემდგომ საანგარიშო პერიოდში.
6.5 საანგარიშო პერიოდისა და საანგარიშო წლის ბიზნესქულების დაანგარიშების ზღვარი (ლიმიტი):
6.5.1 1 პლატფორმაზე მყოფი დილერის გენეალოგიურ ხაზზე დარიცხული ბიზნესქულების ზღვარი ცალკეული მხარისათვის (მარჯვენა ან მარცხენა) საანგარიშო პერიოდში შეადგენს 20 ბიზნეს ქულას.
6.5.2 5 პლატფორმაზე მყოფი დილერის გენეალოგიურ ხაზზე დარიცხული ბიზნესქულების ზღვარი, ცალკეული მხარისათვის (მარჯვენა ან მარცხენა) საანგარიშო პერიოდში შეადგენს 100 ბიზნეს ქულას.
6.6 საანგარიშო პერიოდში ზღვარს (ლიმიტს) ზემოთ დარიცხული ბიზნესქულები ანულირდება, აღარ გადავა და არ დაანგარიშდება შემდგომ საანგარიშო პერიოდში. (OVER ლიმიტი)
6.7 საანგარიშო წლის ბოლოს, ბოლო საანგარიშო პერიოდის დასრულებისთანავე, დილერის ბიზნესქულების ნაშთი ანულირდება, აღარ გადავა და არ დაანგარიშდება მომდევნო საანგარიშო პერიოდში.
6.8 თუ ზემდგომი დილერის გენეალოგიური ხაზის რომელიმე მხარეს ქვემდგომმა დილერმა შეიძინა ზემდგომი დილერის ანალოგიური ან უფრო მაღალი პლატფორმის ვაუჩერი, ზემდგომ დილერს დაერიცხება თავისი პლატფორმისათვის გათვალისწინებული ბიზნესქულა.
6.8.1 1 პლატფორმა - 1 ბიზნეს ქულა
6.8.2 5 პლატფორმა - 5 ბიზნეს ქულა
6.9 თუ ზემდგომი დილერის გენეალოგიური ხაზის რომელიმე მხარეს ქვემდგომმა დილერმა შეიძინა ზემდგომი დილერის პლატფორმაზე უფრო დაბალი პლატფორმის ვაუჩერი, მაშინ ზემდგომ დილერს ბიზნესქულა არ დაერიცხება.
6.10 საანგარიშო პერიოდში დილერის საკომპენსაციო თანხის ლიმიტი პლატფორმებისათვის შეადგენს:
6.10.1 1 პლატფორმა - დარიცხული 1000 (ერთი ათასი) ლარი
6.10.2 5 პლატფორმა - დარიცხული 5000 (ხუთი ათასი)ლარი
6.11 ვაუჩერის განმეორებითი ყიდვისათვის დადგენილი დილერის საკომპენსაციო შემოსავლის ჯამური დაგროვების ზღვარი შეადგენს:
6.11.1 1 პლატფორმა - ყოველი დარიცხული ჯამური 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარი.
6.11.2 5 პლატფორმა - ყოველი დარიცხული ჯამური 37500 (ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი.
6.12 დილერი ვალდებულია ვაუჩერის განმეორებითი შესყიდვა განახორციელოს ამ ხელშეკრულების 6.11 პუნქტში გათვალისწინებული ჯამურად დაგროვილი საკომპენსაციო შემოსავლის დარიცხვიდან მომდევნო საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში მიენიჭება სტატუსი შეჩერებული .
6.13 დილერს უფლება აქვს შეუზღუდავად შეიცვალოს პლატფორმა შესაბამისი ტრანზაქციის განხორციელებითა და ვაუჩერის ყიდვით. პლატფორმა შეიცვლება და ახალი პლატფორმით გათვალისწინებული ბიზნესქულები სისტემაში დაანგარიშდება მომდევნო საანგარიშო პერიოდის დადგომიდან. ყოველი პლატფორმის შეცვლისას დილერს გაუნულდება წინა პლატფორმით დარიცხული ბიზნესქულების ნაშთი და არ გადავა მომდევნო საანგარიში პერიოდში.
This post has been edited by FoolOnTheHill on 30 Jan 2018, 16:11