1 წლის წინ ახლობელი მკერავდა ტვინი გამიბურღა რასაც ქვია.....ჯერ ჩემ ძმას დაუძახეს ჩემს გარეშე იცოდნენ მე დავუშლიდი იციან ჩემი ხასიათი და ეშინოდათ ჩემი
მაგრამ ჩემმა ძმამ მაინც ვერ გაბედა და მე დამელოდა თუ დავიწყებდი მაშინ ამყვებოდა
ბევრი ეჩალიჩეს სანამ მეც ვესტუმრებოდი მანამდე მოესწროთ ჩემი ძმის გაფორმება, ოფისშიც წაათრიეს მაგრამ დრო გაწელაა ჩემმა ძმამ დაიძვრინა თავი
მერე მივედი ჯერ არაფერი ვიცი მონატრებული მყავს ბავშვობიდან შეზრდილი ნათესავებია სასიამოვნო მოგონებები მინდა მოვიკითხო და
ტიპები ეგრევე მეცნენ და დაკერვა დამიწყეს
აი ოცნება არ გინდა აიხდინო მთელი ცხოვრება სანაგვეზე ვცხოვრობთ და ბლა ბალ ბლა
300 ლარზე გინდა იმუშაო სულ? მეტს არ გინდა მიაღწიო? წამოვიდა დატრენინგებული ფრაზები
''ხომ იცი მე შენთვის კარგი მინდა?''
''არ მენდობი?''
''ჩემი ხო გჯერა?''
''აი მე ვენდე ჩემს ახლობელს და გამაბედნიერა და ეხლა მინდა მეც გაგაბედნიერო''
''ეხლა თუ არ წამოხვალ მერე გვიან იქნება''
''იქ უკეთ აგიხსნიან ოფისში, წესით მე არ უდნა გეუბნებოდე აქ რამეს მაგრამ ახლობელი რო ხარ გიხსნი მაგრამ იქ უკეთ აგიხსნიან ეხლავე წავიდეთ''
''ჩემთვის ძვირფასი რომ ხარ და ახლობელი იმიტომ დაგიძახე შენ თორემ სხვას წავიყვანდი მაშინ''
''ხომ იცი რომ შენთვის კარგი მინდა?''
ტიეპბი ისეთი ლაპარაკის მეთოდს ამუღამებინებენ უარის თქმა ნათესავობაზე, ძმაკაცობაზე და ახლობლობაზე უარის თქმას ნიშნავს ეგრევე....
თან რომ მარწმუნებდნენ 3-4 თვეში ამოიღებ ფულს გარანტიას გაძლევო
რაღაც *^*^*^*&^&^% ვიდეოს უყურებენ ყოველდღე ე.წ. მოტივაციის ასამაღლებლად და გაღიმებული სიფათებით იწყებენ ''მუშაობას''
მეუღლე და სხვა ოჯახის წევრი დაარეგისტრირეს და 4800 დოლარი დაადვეს ოჯახს ეგრევე...
ვფიქრობ ტიპს ისე გაუჭირდა შორეულ სხვა ნაცნობს დაუძახა კიდე როცა რომ ამდენი ნაცნობი და მეგობარი ყავდა, ძან კომუნიკაბელური ტიპია ლამის ნახევარ ქალაქს იცნობს და მაინც გაუჭირდა ვინმეს მიყვანა და მე კაცს ხმას არ ვცემ არაკომუნიკაბელური ვარ ნაცნობები ცოტა მყავს ვინ უნდა მივათრიო იქ რომც უნამუსო გავხდე და დავიწყომეთქი
ოჯახს 12 000 ისედაც ვალი აქ ბანკებში იხდიან წვალებით თვიდან თვემდე და ეხლა 5 000 ლარი მე და ჩემმა ძმამ ავკიდოთ კიდეთქო და ძლივს დავიძვრინე თავი და მოვაცილე ჩემი ძმაც
ისე გახარებული მკერავდნენ აიო ერთი ტიპიო ესპანეთში ფეხბურტს თამაშობდაო ჩემპიონატში მდიდარიო და რო გაიგო ეს ამბავი რაც ხდება საქართველოშიო დაბრუნდა გაწევრიანდა და ეხლა იდმენი იშოვა პრიმერა დივიზიონში თამაში არ უღირსო და ქიუნეტში აგრძელებს მუშაობასო
ერთ-ერთმა ლიდერმაო ახალი აიფონი გააძროო და ახალ-მოყვანილს ეუბნებოდა ''აი ეს შენიაო'' როცა მოიყვან ხალხსო და ტიპი დაყლევდაო და შეუდგა მუშაობასო ისე უხაროდათ ამას რომ ყვბოდნენ თვალები უბრწყინავდათ საცოდავებს
უარით რომ წამოვედი აგრესია ქონდათ მაგრამ ბოლო მომენტში ვეღარ დამკარგეს დადუმდნენ :დდდ
მომიჯდა სხვა დროს იქ ჩათრეული ოჯახის სხვა წევრი და ჩაილაპარაკა სახლს ვიყიდი და მანქანასო, მერე ბავშვებს ეგება აგარაკები ვუყიდოოო....მეთქი სადავააააარ რა ხალხიაააააააა
1 წელზე მეტი გავიდა და ჯერ არც აგარაკები მინახავს და არც მანქანები..........სამაგიეროდ ის კი ვნახე ოჯახის დანარჩენ წევრებს რომ უმაალვდნენ გააბაზრეს ერთ-ერთმა სამსახურში მომუშავემ აიღო მის თავზე ფულს ვაგროვებდი წლები და დავკარგეო და გასკდა მთელი ოჯახი ტირილით და საცოდაობით..........
თან ეს წესად რო აქვთ იქ მისულმა სამსახური უნდა მიატოვოს და სწავლაც....რა დონის მავნებლები არიან საზოგადოების და ჯერ კიდე თავისუფლად დაპარპაშობენ