უფრო სწორად, სხვების ცოდნით.
ადამიანი მხოლოდ პირადი გამოცდილებით რომ შემოფარგლულიყო, ცეცხლის ანთებასაც კი ვერ შეძლებდა.
გონიერება, თუკი ასეთი რამ საერთოდ გაგვაჩნია, შეიძლება, იყოს მხოლოდ კოლექტიური. ამისთვის გამოვიგონეთ სიტყვები და შევქმენით დამწერლობა.
სამყაროს გაგება და შემეცნებაც ყველაფრის გაერთიანებას ნიშნავს, როგორც კამიუ შენიშნავდა.
ზოგიერთ ცოდნას ჩვენ სიხარულით ვუზიარებთ ერთმანეთს, რათა რაღაც მაინც დარჩეს ჩვენგან სიკდილის შემდეგ, მაგრამ უმეტესი "სიბრძნე" ძარცვითა და ვაჭრობით შეიძინება.
კაცობრიობის ინტელექტუალური პროგრესი არსებითად "ჭეშმარიტებათა" ქურდობისა და გადამყიდველობის ისტორიაა.
ათასგვარი სულელური თეორია სამყაროს ერთიანობის შესახებ სწორედ იმისთვისაა მოგონილი, რომ სინდისმა არ შეგვაწუხოს სხვების აზრებით სარგებლობისას.
რადგანაც საუბარი ერებს შეეხება, ამიტომ უპირველესად ძველი ბერძნები უნდა ვახსენოთ, რომლებიც ფრიად იყვნენ დახელოვნებული ამ საქმეში. ეს მშვენივრადა სჩანს მათ მითოლოგიაში: მითი არგონავტების შესახებ ერთი ამისთანა მაგალითია.
თუმცა კი ვერაფერი ვერ შეედრება ებრაელთა ჭკუასა და მოხერხებულობას. ყველაზე მეტი ხალხი სწორედ ისრაელიანებმა გაძარცვეს და ნადავლიც ყველაზე სარფიანად შეასაღეს ნახევარ სამყაროს - აგერ უკვე ორი ათასი წელია, რაც მაგათ საკენკსა ვკენკავთ.
თუკი ქართველებსაც სურთ წარმატება, დიდი ერების მაგალითს უნდა მიბაძონ - ევროპაში მოსაპარად წასულებმა სუნამოებსა და ტანსაცმელს ცოტაოდენი ცოდნა და კულტურაც უნდა გამოაყოლონ.
როგორც სჩანს, ეს ხალხი სხვებზე უფრო რეგვენი, მაგრამ ბევრად პატიოსანი გამოდგა

მაგრამ კმარა! დროა, ეთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს უხამსი ქურდობა და უკუღმართი აღებ-მიცემობა!

აღარც ღმერთი... ვეღარაა... - თორნიკე ოქრიაშვილი