აი, რაზე მეცინება, იცით?
როგორც კი იმ ჩუნგა-ჩანგაზე იხსნება თემა, ეს ერთი და იგივე იუზერები,
პრადვინუტობას რომ ჩემობენ, ისეთი ღვარძლით, ბოღმით და ისტერიკით
იპოსტებიან, ანტიკორკოტისტიც კი რომ იყო, კორკოტისტი გახდები (ღმერთო შენ გვიშველე)...
ტიპაჟი არ მოგწონთ?
კაი ტიპი რომ იყოს, წიპა ბრედ პიტი, და წელვა-წელვით რომ ლაპარაკობდეს უორკშოპულად,
აბა როგორა ბრძანდებით?
ანდა რა, რუსთავი2 „მთავარი“ ტელევიზიაა და როგორ ბედავენ იქ მისვლას?
ან კიდევ, არ გვემუქრება არაბ-ირანიზაცია ერთ 50 წელიწადში (სულაც დეფიციტში დემოგრაფიული გარღვევა)?
ამ პრობლემების აფიშირებით ეგეთი ტიპები გამოდიან,
სხვა ჭკუის კოლოფები ჯერ-ჯერობით არ ჩანან და რა ქნან?
თქვენ ისხედით აქ და აკაკუნეთ...
ოოო, იქ რომ დადგეთ, რუსეთუმეს იარლიყსაც გაიშაბაშებთ და ესაა ყველაზე საშიში...
ვიღაცამ ხომ უნდა დაიკავოს ეს ნიშა?
თუმცა ჰოო... ეს ისეთი ნიშაა, რომელსაც კრემლის ვარსკვლავის ათინათი დაჰკრავს და
მისი შიშით ადამიანი ხმას ვერ უნდა იღებდეს საკუთარი ქვეყნის პრობლემებზე.
ეს უკვე სახიფათო ტენდენციად იქცა, სამწუხაროდ.
მთავარი მაინც ისაა... რაქვია...
„განსაცვიფრებლად არის მთავარი“.
აბა, თქვენ იცით, მომაწერეთ, ახლა, ბრეგისტობა და კორკოტისტობა