მაგის გარეშეც ადვილად გადააგდებდი დამიჯერე, უფრო მეტსაც გეტყვი, მაგის გარეშე კიდევ უფრო ადვილად გადააგდებდი
სიგარეტზე თავის დანებებისას როდესაც ცდილიბ სიგარეტი რაიმე მისი შემცვლელით ჩაანაცვლო, აი მანდ უშვებს ყველა ფატალურ შეცდონას. ეს ქვეცნობიერ დონეზე ნიშნავს იმას და საკუთარ თავს არწმუნებ იმაში, რომ სიგარეტზე თავის დანებება ეს არის ტანჯვა და მაგ ტანჯვის შესარბილებლად აპირებ სხვა რაღაცეების მიღებას
ვინც მასე ფიქრობს, დამიჯერე მას სინამდვილეში არ უნდა სიგარეტზე თავის დანებება და რაღაც სასწაულის იმედი აქვს რომ ჰოპ და ერთ მშვენიერ დღეს აღარ მოუნდება.
საქმე ზუსტად მაგაშია და მაგ ვიდეოშიც მაგაზეა საუბარი, რომ მთავარია სიგარეტზე თავის დანებება ნამდვილად მოუნდეს ადამიანს და მას თუ ნამდვილად მოუნდება დანებება, ტანჯვა კი არა, პირიქით უფრო და უფრო მეტი სიხარულის მომტანი იქნება ის ფაქტი, რომ ის აღა არის მწეველი და დღეების გასვლასთან ერთად უფრო და უფრო შორდება იმ ცუდ წარსულს რაც მწეველობასთან აკავშირებდა.
აი ესე ხდება მარტივად და ძალიან ადვილად სიგარეტზე თავის დანებება, ხოლო ვისაც გულის სიღრმეში სიგარეტი მოსწობს, უყვარს, სიამოვნებს და მხოლოდ ბუტაფორიულად ამბობს რომ დანებება უნდა და სასწაულს ელოდება, მას არც ელექტრო სიგარეტი უშველის და არც არაფერი, ის ვერასოდეს ვერ დაანებებს მაგ განწყობით სიგარეტს თავს, პერიოდულად ნაინც გააბოლებს თუთუნს, ადრე თუ გვიან
პ.ს. ის რომ ადამიანს დანებება არ უნდა იქიდან ვლინდება ხოლმე, რომ დანებების თარიღს მუდმივად სამომავლოდ წევენ, ხვალ, ორშაბათს, იქითა თვიდან, ახალი წლიდან და ა.შ. ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანს არ უნდა დანებება და მართლა თავს იტანჯავს რასაც ქვია.
ეხლა რაც შეეხევა შეჯავრებას და დანებების ნამდვილ მონდომებას.
ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება არის შოკური თერაპია პირველ ეტაპზე, უყურეთ ვიდეოებს თუ როგორ იტანჯებიან უამრავი დაავადებებით ყოფილი მწეველები და ისიც უნდა გააცნობიეროთ რომ მაგ ადამიანებიდან არავინ არ გეგმავდა ცხოვრების მასე დამთავრებას, მათაც თქვენსავით ეგონათ რომ რაღა მე უნდა დამემართოს ეს უბედურება და მითუმეტეს ჯერ არ მაქვს იმხელა სტაჟი რომ საფრთხე იყოსო.
საქმე იმაშია, რომ უცბათ ვლინდება და მოულოდნელად, ეგაა უბედურება თორე წინასწარ რომ იცოდნენ ან რამე სიმფტომები ქონდეს არავინ არ გაეკარებიდა თავიდანვე.
პ.ს.ს. და ბოლოს, ყველაზე დიდი დაბრკოლება რაც არის სიგარეტზე თავის დანებების მონდომებისთვის, ეს არის ის, რომ ყველა მწეველს ჰგონია და დარწმუნებულია იმასში, რომ როგორც ის 2 საათის განმავლობაში ნიკოტინის არ მიღებისას განიცდის დისკომფოტს, მასეთივე დისკომფორტი ექნებათ ცხოვრების ბოლომდე
აი ამაზე გაფიქრებაც კი უკვე პანიკას იწვევს მწეველში და ყველანაირი სურვილი უქრება თავის დანებების, და ფიქრობს რომ მას დიდი ნებისყოფა დასჭირდება ამხელა სტრესით მთელი დარჩენილი ცხოვრება რო იცხოვროს
ეს არის ილუზია და არაფერი კავშირი არა აქვს სინამდვილესთან, კითხეთ აბა არამწეველებს თუ თვლიან თავს თქვენზე უბედურებად.
ნიკოტინი არის ნარკოტიკი, რომელიც მალე გამოდის ორგანიზმიდან და 3-5 დღეში ნიკოტინის მოთხოვნილება რამდენჯერმე მცირდება უკვე, აქ მუშაობს ესეთი პრინციპი, რაც უფრო ერთბაშად და უცბათ იტყვი უარს მოწევაზე და ნიკოტინზე, ლომკის და ჩვევის გადაგდებაც ხდება უფრო ადვილად და ეფექტურად.
თუ გინდა დატანჯო კაი სტაჟიანი მწეველი, აუკრძალე მას იმდენი ნიკოტინის მოხმარება რამდენიც მის ორგანიზმს სურს და მიეცი მხოლიდ ცოტა, ან მიეცი ელექტრონული სიგარეტი, ეგეც ზუსტად იგივეა.
ამიტომ ელექტრონულ სიგარეტზე გადასვლა ეს არის მაზოხიზმი და თავის დატანჯვა, იმის მაგივრად რომ რაც შეიძლება მალე გამოდევნონ ორგანიზმიდან ნიკოტინი რომ განთავისუფლდნენ საბოლოოდ ლომკისგან, დგანან და ცოტ ცოტა შეჰყავთ მაინც.
არც იმდენს აძლევენ, რომ ორგანიზმმა სტრესი მოიხსნას და ბოლომდე მიიღოს ის სიამოვნება რასაც ნიკოტინისგან გამომდინარე იღებს ორგანიზმი და არც ბოლომდე უწყვეტავენ რომ ორგანიზმი გაიწმინდოს და გათავისფლდეს დამოკიდებულებისგან და მონდომებისგან.
მაზოხიზმია აბა რა არის