აი, მაგალითად ერთ–ერთი:
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №672
1999 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ
ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ღვაწლმოსილ მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავსაყოფად განისაზღვროს მათი დაკრძალვის წესი:
1. ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვას თბილისის საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონებში განსაზღვრავს ადგილობრივი მმართველობის ორგანო (თბილისის მერია) დადგენილი წესით, თუ კანონმდებლობით ან საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული.
2. ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მოხდეს მხოლოდ გადასვენების წესით და განხორციელდეს მათი გარდაცვალებიდან 30 (ოცდაათი) წლის შემდეგ.
3. მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა გადასვენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი სათანადო ნორმატიული აქტით საქართველოს მწერალთა კავშირის, სხვა შემოქმედებითი კავშირების, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარდგინებით.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/21826=======================================================================
ანუ მთაწმინდაზე დაკრძალვა შეიძლებოდა მხოლოდ გადასვენების წესით, გარდაცვალებიდან 30 წლის შემდგომ...
სწორედ ეს წესი შეცვალა სააკაშვილმა 2010 წელს მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალების გამო...
შეცვალა და თავის ყველაყისაც ჭამა....
მარა მაგას ხო აჩემებული ჰქონდა მუხრანის ლექსების დიდი მოყვარულ–მცოდნე და მათზე გაზრდილი ვარო...
რაც "შესანიშნავად" დაამტკიცა კიდეც:
https://www.youtube.com/watch?v=eGjlhPkU8hgსამადურ...
იდიოტ ვანიუჩი...
ეტა.. კაკ ევო–ვულუნტარისტ...
გახსნა პანდორას ყუთი, ეხლა წავა პროცესები.... ისეთებს დაკრძალავენ მანდ, რომ ილია, ვაჟა, აკაკი, გალაკტიონი, ბარათაშვილი მაქედან გადასასვენებლები გაგვიხდებიან მალე...
This post has been edited by chombe on 13 Nov 2017, 05:22