მეტწილად ბევრი წევს ხოლმე ფასს სანამ გაძვირებული შეუვათ
რა დედა ნატირებ ადგილზე ვართ რა
თურქეთზე და რუსეთზე ვართ მიბმული ძალაუნებურად
ღმერთმა კაი ადგილი მოგვცაო
კაი კი არა ორ ###ს შორის ვართ
თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ალაჰი – ერდოღანი ლირის გაუფასურებასა და სანქციებზე
თურქული ლირის რეკორდული გაუფასურების ფონზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავისი მმართველობისას მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. Reuters-ის ცნობით, ქალაქ რიზეში მხარდამჭერთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა ხალხს მოუწოდა, “ნუ აყვებიან რიგ კამპანიებს”.
“არ დაგავიწყდეთ, თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ჩვენი ხალხი, გვყავს ალაჰი. ჩვენ დაუღალავად ვშრომობთ. შეხედეთ, რა ვიყავით 16 წლის წინ და შევხედოთ ჩვენს თავებს ახლა”, – თქვა მან.
პრეზიდენტს ლირის გაუფასურების შეჩერების, ისევე როგორც ამერიკასთან დაძაბული ურთიერთობების დარეგულირების გზებზე კონკრეტული არაფერი უთქვამს.
ერდოღანის არჩევნებში გამარჯვებისა და ძალაუფლების მკვეთრად გაზრდიდან 1 თვეში, თურქეთის ეროვნული ვალუტა გაუფასურების ახალ რეკორდებს ხსნის.
“ბლუმბერგის” ცნობით, მხოლოდ დღეს, პარასკევს, თურქეთის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან 13.5%-ით გაუფასურდა, რითაც ახალი რეკორდი მოხსნა. ამ დროისთვის, 1 აშშ დოლარის ღირებულება 5.90-6.00 ლირას შორის მერყეობს. ლირის მდგომარეობა ამერიკის მიერ გასულ კვირას დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად გააუარესა.
http://netgazeti.ge/news/297638/ლარზე გადმოვლენ
This post has been edited by SPLIYVI on 10 Aug 2018, 13:50