მთავრობა არ ყავს ამ ქვეყანას, ბიუჯეტს შესეული წურბელები არიან ესენი
რავიცი რაც მე დღეს ვუყურე , უნდა გადავახვიო და თავიდან ვუყურო . იქნებ სხვა რამეს ვუყურებდი

წარმატებულიო, მაგაზე რანაირად უნდა თქვა , თუ მართლა აზროვნების უნარი არ გაქვს ადამიანს წართმეული
სასაცილო კი არადა სატირალი ისაა , არანაირი განცხადება არ ყოფილა
ხალხი მარჩიელობს
ვინ იყვნენ და რა უნდოდათ არავინ იცის
ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ბერი გაბრიელის გამზირის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 21 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო.
რუსთავი 2-ის სპეციალურ გამოშვებაში, რომელიც 21 ნოემბერს 23:59 საათზე გავიდა ეთერში, ისმოდა სროლების ხმა.
სამართალდამცველების განცხადებით, სპეცოპერაციის დაწყებამდე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა, თუმცა დილის 12 საათისთვის ტელევიზიების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანდა, რომ შენობიდან რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებელი გამოვიდა.
“აბაზანაში ვართ ჩაკეტილები, საშინელი ხმები ისმის”, – უთხრა რუსთავი2-ს ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.
“გვიშველეთ, გთხოვთ. ჩემს შვილს მაინც უშველეთ და გაიყვანეთ აქედან გთხოვთ” – წერდა სახლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ფეისბუკზე.
დილის 5 საათისთვის სროლების და აფეთქებების ხმა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
18 საათის განმავლობაში კადრებში ისმოდა სროლების და აფეთქებების ხმა, ჩანდა კვამლი და ცეცხლი. ასევე მთელი ღამე ისმოდა სასწრაფოებისა და სახანძრო მანქანების სირენების ხმა.
სერიოზულადაა დაზიანებული კორპუსის რამდენიმე ბინა. უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მოსახლეობას სრულად აუნაზღაურდება ზარალი.
სასწავლო პროცესი გადაიდო ახლომდებარე სკოლასა და ბაღში.
“აქ ნამდვილი ომია, ჩემი ფანჯრებიდან ომს ვუყურებ”, – წერს ბერი გაბრიელის ქუჩაზე მცხოვრები ფეისბუკმომხმარებელი.
პირველი ოფიციალური განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გააკეთა.
როგორც ამ უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სპეცოპერაციის დაწყებამდე, სუს-ი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან რამდენიმესაათიან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და სამართალდამცველებისთვის ჩაბარებას სთავაზობდა, თუმცა საპასუხოდ მათ სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს და ხელყუმბარა ესროლეს, რა დროსაც ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა.
22 ნოემბერს დღის პირველი საათისთვის ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ სროლებისა და აფეთქებების ხმა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. გამოჩნდა ჯავშანტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმის დამატებითი ძალები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა შენობის შტურმი დაიწყეს.
საღამოს ოთხი საათისთვის მრავალსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ბინას, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილები იყვნენ გამაგრებული, ძლიერი ხანძარი გაუჩნდა. ბინიდან ისმოდა აფეთქებების ხმა.

ბოლო ინფორმაციია