ერთ რაღაცას დავწერ, ოღონდ ჭკუის სწავლებად არ ჩამითვალოთ.
გაინტერესებთ.. გაინტერესებთ, არ გაინტერესებთ.. არ გაინტერესებთ, არ მიგაჩნიათ სწორად, ატარებთ და ა.შ.
მოკლედ არის ასეთი რაღაცა ფორექსი. ყველამ იცის.
უმარტივესი ლოგიკაა, როცა გინდა იყიდი რომელსაც გინდა ვალუტას, და როცა მოიმატებს გაყიდი.
და პირიქით, რომც არ გქონდეს ვალუტა, გაყიდი, და როცა დაიკლებს ფასს, იყიდი.
თუ სწორად აირჩიე ვაჭრობაში შესვლის ეს მიმართულება, სხვაობა გიჯდება ბალანსში მატების სახით.
ამის საპირისპიროდ, თუ იყიდე, მაგრამ გაიაფდა, წაგებაში მიდიხარ,
და პირიქით, თუ გაყიდე, მაგრამ მოიმატა ფასმა, წაგებაში მიდიხარ.
ამ სისტემაში, ფორექსში, მუშაობა ადვილია, მაგრამ სულ 3 - 5 % მონაწილეებისა მიდის მოგებაში, დანარჩენები აგებენ. თან აგებენ არა იმ გაგებით რომ ბალანსი უმცირდებათ, არამედ მთლიანად აგებენ.
ძირითადად წაგება ხდება ზრდიდან კლებაზე, ან კლებიდან ზრდაზე გადასვლების მომენტში. ანუ როცა ტრენდის მიმართულება იცვლება.
ზეპირად ვიცი ეს სისტემა, მართალია ჭკუა მეყო და არაფერი არ წამიგია, მაგრამ ყველა დეტალი ვიცი. ლექციებიც შემიძლია წავიკითხო

ახლა რას მოვაყოლე ეს ამბავი ...
ვაკვირდები, რომ უმრავლესობას ყურადრება მოგიდუნდათ და რეალურად თქვენ ახლა თამაშობთ ბირჟაზე. ისევე როგორც ფორექსზე ან სხვა ბირჟაზე.
თქვენ თამაშობთ კურსთა სხვაობით მოგების დაგროვებაზე.
გაფრთხილებთ, და მეტიც დანამდვილებით გეუბნებით რომ წააგებთ. თან ყველაფერს.
ვისაც ოდნავ აზრის გამოტანა შეუძლია, პაუზის გაკეთება და დაფიქრება შეუძლია, ის მიხვდება რასაც ვწერ.
თქვენი მოქმედება სხვა არაფერია გარდა ჩვეულებრივად ბირჟაზე თამაშისა კოინების კურსების სხვაობით მოგებაზე.
არადა, ყველამ დაიწყეთ, ან მაინინგით, ან ფოუსეტით, ან მსგავსით. ამეებს არ ეხება რაც აქ დავწერე. არც დეპოზიტზე განთავსებას არ ეხება 200%-ით მომატების იმედით. ეს სარისკოა, მაგრამ არარის ბირჟაზე თამაში. და არც ამას არ ეხება ჩემი ნათქვამი.
ვსაუბრობ იმ ხალხზე ვინც ყიდულობს რაღაც კურსით და ყიდის სხვა კურსით ან პირიქით (და რომელთა რაოდენობაც თვალსა და ხელს შუა იზრდება თემაში).
ეს დამღუპველია და კრახით დამთავრდება.
რაც შეეხება პოლემიკას, პოლემიკაში შემოსვლას არ ვაპირებ.
უბრალოდ, გაფრთხილებთ!