დაუდასტურებელი ტრანზაქციები - Unconfirmed Transactions
ჯერ როგორ უნდა გაიგოთ თუ თქვენი ტრანზაქცია არის დაუდასტურებელი და არა ვთქვათ ჩანაწერიც რომ არ მოიპოვება (Transaction not found) ისეთი , პირველ რიგში იმით რომ კოინები არ დაგერიცხებათ

))) და ტრანზაციას ეწერება transaction pending ანუ თქვენი გადარიცხვა მაინერების მიერ არ არის დადასტუერებული
შემდეგ შედიხართ ბლოკჩეინზე და შეგიძიათ გადახედოთ რამდენი ტრანზაქციაა დაუდასტურებელი
https://blockchain.info/unconfirmed-transactionsთქვენი ტრანზაქციის ნომერს ჩაწერთ აქ
https://blockchain.info/address / და გადაამოწმებთ ინფორმაციას ან პრიდაპირ დააჭერთ ტრანზაქციის ნომერს
რატომ იჭედება ბლოკჩეინზე ტრანზაქციები
ერთი მიზეზი როგორც აქ წერენ ბიტკოინების გარდა სხვა ვალუტების მაინინგზე გადავიდა ხალხი, მერე მიზეზი როგორც წავიკითხე ბლოკჩეინზე ყველაზე ხშირად იჭედება მცირე რაოდენობის გადარიცხვები + მცირე რაოდენობის კოინები საკომისიოს გარეშე. ხოლო დადასტურებაში პრიორიტეტი ენიჭება იმ გადარიცხვებს ვისაც მაღალი საკომისიო აქვს გადახდილი და რამდენიმე ასეულლ ათასს, მილიონ ან ერთეულს რიცხავს .
როცა დააჭერთ თქვენ დაუდასტურებეულ ტრანზაქციას იქ აუცილებლად ნახავთ ჯამურ Fees და Fee per byte ესაა საკომისიო. მაგის საპირისპირო მხარეს
Summary-შ ნახავთ ჯამში რამდენს იწონის თქვენი ტრანზაქცია . ყველაზე იაფი საკომისიო 100 000 სატოშზე არის 0.0001243 BTC . მე მაგალითად იმანიდან გადავრიცხე, საკომისო გამატყავეს 50 000 და ტრანზაქციის მინიმალური ფიც იქ შედიოდა.
ტრანზაქციების აქსელერატორი
ტრაქნზაქციის აქსელერატორი, იგივე დამაჩქარებელი , ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიტია ეს viabtc.com
შედიხართ ტულსში და შემდეგ აქსელერატოებში ანუ აქ
https://pool.viabtc.com/tools/txaccelerator/ წერთ თქვენი დაუდასტურებული ტრანზაქციის მისამართს და ქაფჩავთ. აქსელერატორი თქვენ ტრანზაქციას მოახვედრებს მომდევნო დასამაინინგებელ ბლოკში , ამისთვის ქაფჩა უნდა შეიყვანოთ საათის დასასრულს ან ახალი საათის დასაწყისში მაგ. 11:58, 11:59. 12:00. 12:01, 12:02 და ა.შ. როგორც წამიკითხავს ათი წუთი დასრულებამდე და ათი წუთი საათის ახალი დასაწყისი სავსებით საკმარისია. მე 3 საათი ვცდილობდი დაქაფჩვას, ანუ სამჯერ ვცადე და გამიმართლა
გაითვალისწინეთ შემდეგი :
ტრანზაციის მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ 0.0001BTC რომ იმუშაოს აქსელერატორმა
ქაფჩაში დიდ სიმბოლოებს აქვს მნიშნველობა და სწორად ჩაწერეთ,
აქსელერატორი არ იმუშავებს თუ თქვენ საკომისიო არ გაქვთ გადახდილი
აქსელერატორი იმუშავებს თუნდაც მინიმალური საკომისიოს გადახდის შემთხვევაში
როგორც კი დაგიწერთ Acceleration succeeded ესეიგი უკვე ბლოკში ხართ მხოვედრილი და ისღა დაგრჩენიათ დაელოდოთ დადასტურებებს
რამდენი დადასტურება გჭირდებათ
როგორც ვიცოდი მინიმალური ქონფირმეიშენი არის 3 დასტური, მაგრამ ჩემი დეპოზიტი 3 დასტურის შემდეგ ისევ ფენდინგში იყო, შემდეგ დავგუგლე და აღმოჩნდა რომ გადარიცხვის ტიპს გააჩნია, მინიმალურია 3, 6 და 60-ც როგორც ჩანს ჩემსას 60 სჭირდებოდა რადანაც ვნახე 71 დასტური მაქვს და გადასრიცხვა შესრულებულია
სულ ესაა ვეცადე ჩემი ბოლო დღეების ნერვების ხოკვა ამეხსნა

)))
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █