ბოდიში, მაგრამ ვერაფერსაც ვერ უზამენ. ტიპი რეალურად არის ხელშეუხებელი. მარტო ბიოგრაფიის წაკითხვით აშკარაა, რომ დიდი მფარველები ჰყავს. ერთადერთი ვარიანტია სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვას ან/და ვიღაც ძალიან დიდი ბობოლა გადაიმტეროს იმ დონეზე, რომ მისმა მფარველებმა (ვინც არ უნდა იყვნენ ისინი) მისი დაცვა ვეღარ მოახერხონ.
ახლა ანტიმონოპოლიური რომ მუშაობდეს, უკვე კარგა ხანია მიხედავდნენ ამ ბახტაძეს, მაგრამ აგერ პირდაპირ ინტერნეტშია გამომზეურებული ყველაფერი. ნებისმიერის შეუძლია შევიდეს ამ ვებ-გვერდებზე და ნახოს კორუფციული გარიგებები. მაგრამ შედეგი ნული. პირიქით აწინაურებენ ამ ტიპს და დიდი ალბათობით ერთ-ორ წელიწადში პრემიერ-მინისტრიც გახდება.
ხოლო ჭურნალისტებს რაც შეეხება:
1. გარკვეული ნაწილი ამ ბახტაძესთან პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული - შეკრული მაფია-ელიტა.
2. მეორე ნახევარს რომელიმე შორეული ნათესავი ან მამიდაშვილის ქვისლის გერის ბიძაშვილი ჰყავს დასაქმებული ან რკინიგზაში ან სადმე ახლომახლო მაფია-ელიტით მართულ ბიზნესში და არ უნდა, რომ მის გამო მას სამუშაო დაეკარგოს.
3. ორივე ნახევარს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია რეალურად, რადგან არც ფულს იშოვის, არც პატივისცემას შეიძენს, პირიქით შეიძლება ეს ბახტაძე ადგეს და გააგოროს. ფული კი აქვს და არც კავშირების ნაკლებობას განიცდის.
მოკლედ კონგო და სომალი რა
This post has been edited by Hiksos on 1 Dec 2017, 20:58